ჯანგო რეინჰარდტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯანგო რეინჰარდტი
Django Reinhardt (Gottlieb 07301).jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჟან რეინჰარდტი
მეტსახელი ჯანგო
დაბ. თარიღი 23 იანვარი 1910(1910-01-23)
დაბ. ადგილი ბელგია
წარმოშობა ბელგია
გარდ. თარიღი 16 მაისი, 1953 (43 წლის)
გარდ. ადგილი საფრანგეთი
ჟანრ(ებ)ი ჯაზი, ბოშური ჯაზი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
აქტიური 1928–1953
ასოციაციები სტეფანე გრაპელი, Quintette du Hot Club de France

ჯანგო რეინჰარდტი (დ. 1910 წლის 23 იანვარს - გ. 1953 წლის 16 მაისს) — ერთ-ერთი პირველი ვირტუოზი ჯაზ-გიტარისტი და კომპოზიტორი.

ჯანგოს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ჯაზის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გიტარისტს და პირველ ევროპელ ჯაზ-მუსიკოსს. გიტარის დაკვრისას იგი მარცხენა ხელის მხოლოდ საჩვენებელ და შუა თითებს იყენებდა (მას მეოთხე და მეხუთე თითი პარალიზებული ჰქონდა ხანძრის დროს მიღებული დაზიანების შედეგად), რითაც მან შექმნა გიტარაზე დაკვრის სრულიად ახალი სტილი, რაც შემდგომ დამკვიდრდა, როგორც მუსიკალური ტრადიცია საფრანგეთში მცხოვრებ ბოშა მოსახლეობაში. მევიოლინე სტეფანე გრაპელისთან ერთად მან დააფუძნა კვინტეტი, რომელსაც კრიტიკოსი ტომ იურეკი მოიხსენიებს, როგორც "ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ბენდს ჯაზის ისტორიაში". ჯანგოს შემოქმედება ჯაზის სტანდარტებად იქცა, ასეთებია კომპოზიციები "Minor Swing", "Daphne", "Belleville", "Djangology", "Swing '42" და "Nuages"

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: