კონსერვატორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონსერვატორია (იტალ. conservatorio, თავდაპირველი მნიშვნელობით — თავშესაფარი < ლათ. conservo — ვინახავ) — უმაღლესი მუსიკალური სასწავლო დაწესებულება, რომელიც ამზადებს ხელოვნების სპეციალისტებს: შემსრულებლებს (ინსტრუმენტალისტებს, ვოკალისტებს, დირიჟორებს, კომპოზიტორებს, მუსიკათმცოდნეებს).

XVI ს-ში კონსერვატორიას უწოდებდნენ ობოლ და უპატრონო ბავშვთა თავშესაფარს, სადაც მათ ხელობას ასწავლიდნენ (პირველი კონსერვატორია ნეაპოლში 1537), XVII ს-ში ასეთ თავშესაფარში შემოიღეს მუსიკის სწავლება. XVIII ს-ში იტალიაში კონსერვატორიები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ მუსიკოს-შემსრულებელთა და კომპოზიტორთა მომზადებაში. აქ სწავლობდნენ ევროპის სხვა ქვეყნების მუსიკოსებიც. ბურჟუაზიული წყობილების განვითარებასთან ერთად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაიზარდა მოთხოვნა პროფესიონალ მუსიკოსებზე, ამან კი გამოიწვია სპეციალური მუსიკალური უმაღლესი სასწავლებლის შექმნის აუცილებლობა. პირველი ასეთი სასწავლებლი იყო პარიზის ეროვნული მუსიკალური ინსტიტუტი (1793), რომლის საფუძველზე 1795 დაარსდა მუსიკისა და დეკლამაციის კონსერვატორია. XIX საუკუნის I ნახევარში კონსერვატორიები შეიქმნა ევროპისა და ამერიკის მრავალ ქალაქებში.

საზღვარგარეთის კონსერვატორიათა უმრავლესობა ამზადებს შემსრულებლებსა და კომპოზიტორებს: მუსიკათმცოდნეები ამთავრებენ უნივერსიტეტების მუსიკალურ ფაკულტეტებს. კონსერვატორიაში სწავლების ვადაა 3-5 წელი. რუსეთში პირველი კონსერვატორიები დაარსდა პეტერბურგსა (1862) და მოსკოვში (1866). 1883 გაიხსნა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების მუს.-დრამ. სასწავლებელი (1886-დან კონსერვატორიის უფლებებით). 1912 კონსერვატორია დაარსდა სარატოვში, 1913კიევსა და ოდესაში, 1917თბილისში. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ კონსერვატორიები გაიხსნა თითქმის ყველა რესპუბლიკაში.

კონსერვატორიაში არის თეორიული საკომპოზიციო, ვოკალური, საფორტეპიანო, საორკესტრო, ხალხური საკრავების ფაკულტეტები, ზოგიერთ კონსერვატორიაში — სადირიჟორო განყოფილებაც. მოსკოვის კონსერვატორიის გარდა ყველას აქვს დაუსწრებელი განყოფილება. კონსერვატორიათა უმრავლესობაში შექმნილია საღამოს განყოფილება და ორწლიანი ვოკალურ-მოსამზადებელი კურსები, აგრეთვე ნიჭიერთა ათწლედები. დიდ კონსერვატორიებში არის ასპირანტურა და ასისტენთა სტაჟირების განყოფილება შემოქმედებითი მუშაკებისათვის.

ცნობილი სამუსიკო სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრალია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამუსიკო უნივერსიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასულიერო მუსიკის უნივერსიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსერვატორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირლანდია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიდერლანდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ბრიტანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმაღლესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]