ფარშიდ დელშადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარშიდ დელშადი
სპარს. فرشید دلشاد
დაბ. თარიღი 1972
დაბ. ადგილი შირაზი, ირანი
მოქალაქეობა გერმანიის დროშა გერმანია
საქმიანობა მთარგმნელი
მუშაობის ადგილი ფრაიბურგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი იენის უნივერსიტეტი
საიტი farshiddelshad.com

ფარშიდ დელშადი (სპარს. فرشید دلشاد, დ. 1972, შირაზი, ირანი) — ირანელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, ირანისტი, სლავთმცოდნე. ის ფრაიბურგის უნივერსიტეტსა[1] და ბერნის უნივერსიტეტში იყო სპარსულისა და ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების ლექტორი.[2][3] დელშადმა პირველი ფილოსოფიის სადოქტორო და აკადემიური ნაშრომი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარადგინდა 2000 წელს ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერებისა და კავკასიოლოგიის შესახებ.[4]

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარშიდ დელშადი დაიბადა 1972 წელს ირანის ქალაქ შირაზში. სწორედ აქ მიიღო დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლება, მოგვიანებით კი ჩააბარა თაბატაბაის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ასპირანტურა ლიტერატურის ისტორიის სპეციალობით. ფარშიდ დელშადი მშობლიური სპარსული ენის გარდა თავისუფლად ფლობს არაბულ და ებრაულ ენებს.

ფარშიდ დელშადმა ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში, გერმანიაში, სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების სფეროში, კონკრეტულად კი ირანული და სემიტური ტერმინების სესხებაზე კლასიკურ ქართულ ენაში.[5] მოგვიანებით მან შეისწავლა გერმანული და ინდოგერმანული ენათმეცნიერებები.[6] 1994 წლიდან ის მუშაობს ირანული და ედარებითი ენათმეცნიერების მკვლევარად გერმანიასა[7] და შვეიცარიაში.[8] დელშადმა თავისი წვლილი შეიტანა ისლამურ სამყაროში მცხოვრები უმცირესობების კვლევაში.[9][10][11] ის ასევე მუშაობდა კულტურათაშორისი კომუნიკაციისა და სუფიზმის შესახებ.[12] ფარშიდი ცნობილია ქართული და რუსული ლიტერატურის ნიმუშების თარგმნით სპარსულ ენაზე.[13] ფარშიდ დელშადი ითვლება პირველ ირანელად, რომელმაც სპარსულად თარგმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. ის მუშაობდა ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კულტურული მრჩევლისა და გაეროს სერტიფიცირებული თარჯიმნის თანამდებობაზე.[14] ფარშიდ დელშადი ასევე არის Magister Artium ირანული და სემიტური ფილოლოგიაში. მან მაგისტრატურა ასევე დაასრულა ინდოევროპულ ენათმეცნიერების „გერმანულის, როგორც მეორე და უცხოური ენის შესწავლის“ განხრით.

ვეფხისტყაოსნის გარდა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით დელშადმა გამოუშვა „ათასერთი ქართული ანდაზა“, (ქართუკლ-სპარსული ტექსტები), 2002 წელს, თეირანში, რომლის თარგმანზეც დელშადმა თეა შურღაიასთან ერთად იმუშავა. ამ წიგნის რედაქტორი ჯემშიდ გიუნაშვილია.

ვეფხისტყაოსნის თარგმანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში „ვეფხისტყაოსნის პირველი თარგმანი სპარსულ ენაზე საქართველოს ელჩის, ჯემშიდ გიუნაშვილის ინიციატივით გამოიცა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფარშიდ დელშადმა თარგმანში მაქსიმალურად გაითვალისწინა პოემის ყველა მნიშვნელოვანი უცხოური გამოცემა, ასევე ნაწარმოების შესახებ დაწერილი არაერთი სამეცნიერო წერილი, სტატია თუ მონოგრაფია.

თეირანის ალამე თაბატაბაის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ასპირანტის ფარშიდ დელშადის, დაინტერესება „ვეფხისტყაოსნით“ ირანის ინტელექტუალურ წრეებში გავრცელებულმა პუბლიკაციებმა განაპირობა. ამ პუბლიკაციებს შორის იყო: იური მარის, ჰამზე სარდადვარისა და საიდ ნაფისის კვლევები; თეირანში ჟურნალ „ფეიამე ნოვინში“ 1966 წელს გამოქვეყნებული აკადემიკოს ალექსანდრე ბარამიძის „რუსთაველი და სპარსული ლიტერატურა“; ასევე თბილისში „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ 1979 წელს დასტამბული მეშჰედის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰამიდ ზარინქუბის სპარსულ ენაზე გამოქვეყნებული პირველი შედარებით ვრცელი გამოკვლევა.[15] ფარშიდ დელშადმა, მოგვიანებით, პროფესორების, საიდ ვაეზისა და მაჰმუდ ებადიანის ხელმძღვანელობით მოამზადა და 1998 წლის 20 ივლისს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "ვეფხისტყაოსანი – შოთა რუსთაველის შედევრი". დელშადმა ნამუშევარს თან დაურთო კლასიკური სპარსული პროზით შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანი კომენტარებით.[15]

ფარშიდ დელშადმა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანზე მუშაობის დაწყებამდე დახმარება თხოვა საქართველოს საელჩოს. ფარშიდმა მუშაობამდე შეისწავლა ქართული რუსთველოლოგიის მიღწევები, რომელთა გათვალისწინებაც პოემის საერთო მეცნიერული და ლიტერატურული დონის თარგმანისთვის აუცილებელი იყო. დელშადის თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ სპარსული კლასიკური პროზის ენითაა შესრულებული და სტილისტური თვალსაზრისით მარჯორი უორდროპის ინგლისურ ენაზე ნათარგმნ „ვეფხისტყაოსანს“ ენათესავება.[15]

ფარშიდ დელშადის ლექსიკაზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა წარმომავლობამაც. დელშადი შირაზის პროვინციაში დაიბადა და აღიზარდა, სადაური დიალექტიც თანამედროვე სალიტერატურო სპარსულის ერთ-ერთი ფუძემდებელია. თავად ქალაქი შირაზი ცნობილია „პოეზიისა და პოეტების მხარედ“. სწორედ ამ ქალაქიდან იყვნენ კლასიკური სპარსული ლიტერატურის გამორჩეული ფიგურები: ჰაფეზი და საადი.[15]

მდიდარ ლექსიკასთან ერთად ფარშიდ დელშადის თარგმანი ენისადმი პურიტანული დამოკიდებულებით გამოირჩევა. დელშადი თარგმნისას ასევე ცდილობდა, რომ სპარსულში არსებული არაბული სიტყვები და ტერმინები სპარსული ექვივალენტებით შეეცვალა. ფარშიდ დელშადის ნამუშევარი არ წარმოადგენს „ვეფხისტყაოსნის“ „გასპარსულებულ“ ვერსიას. ის შექმნილია ლიტერატურულ-ისტორიული და ენათმეცნიერული ნიუანსების გათვალისწინებით.

„ვეფხისტყაოსნის სპარსულენოვან თარგმანს თან ახლავს მთარგმნელის, ფარშდ დელშადის მინაწერი: „ეპოსის თარგმანს ვუძღვნი ღირსეულ და კეთილშობილ ქართველ ხალხს“[15]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-30. ციტირების თარიღი: 2015-07-27
  2. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-17. ციტირების თარიღი: 2021-07-30.
  3. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-02. ციტირების თარიღი: 2015-11-13
  4. Fund for Kartvelian Studies. kartvfund.org.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-17. ციტირების თარიღი: 2021-07-30.
  5. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-19. ციტირების თარიღი: 2016-07-18
  6. http://www.db-thueringen.de/servlets/DerivateServlet/Derivate-3610/Diss.pdf
  7. Dr. Farshid Delshad. uni-freiburg.de.
  8. Bin Laden in Biel. weltwoche.ch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-02. ციტირების თარიღი: 2021-08-01.
  9. Zentralrat der Juden in Deutschland K.d.ö.R.. Interview: »Sie haben Angst« - Jüdische Allgemeine. juedische-allgemeine.de.
  10. Peter Amsler: Die Darstellung religiöser Minderheiten in den iranischen Medien. Vortrag bei der 39. IGFM-Jahreshauptversammlung in Bonn am 19. März 2011. IGFM.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-03. ციტირების თარიღი: 2015-07-31
  11. Bundeszentrale für politische Bildung. Religiöse Minderheiten im Iran. bpb.de.
  12. Arabisch, Kurdisch und Georgisch Als Dolmetscher auf dem Forst – ein Interview. unique-online.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-30. ციტირების თარიღი: 2015-07-27
  13. فرشید دلشاد - Noor Specialized Magazined Website. noormags.ir.
  14. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-14. ციტირების თარიღი: 2016-07-18
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 გაზეთი „სამშობლო“, N4 (26/839), ოქტომბერი, 1998, გიორგი ლობჟანიძე