სემიტური ენები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სემიტური ენების ისტორიული განაწილების, დაახლოებითი რუკა

სემიტური ენები - აზიისა და აფრიკის კონტინენტზე გავრცელებული მონათესავე ენები, რომელთა ფიქსირებული ისტორია 6 ათას წელს მოიცავს. სემიტურ ენებს ყოფენ აღმოსავლურ (აქადური — მესოპოტამიაში) და დასავლურ შტოებად. დასავლური თავის მხრივ იყოფა ჩრდილოურ სემიტურად (ამორეული, უგარითული, არამეული, ებრაული, მოაბური, ფინიკიური), რომლებიც სირია-პალესტინაშია გავრცელებული, და სამხრეთულ სემიტურად (არაბული, ეთიოპიური), რომლებიც არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკის კონტინენტზეა გავრცელებული. დროთა განმავლობაში ხმარებიდან გამოდიოდნენ ცალკეული სემიტური ენები, ან ამა თუ იმ ენის გარკვეული დიალექტები. დღეს ცოცხალ ენებად აღარ ითვლება აქადური, ამორეული, ფინიკიური და უგარითული, არამეულისა და ეთიოპიურის მთელი რიგი ლიტერატურული დიალექტები, მათ შორის კლასიკური კლასიკური სირიული, მანდეური, გეეზი. XX საუკუნის 20-იან წლებამდე არსებობდა თვალსაზრისი, რომ სემიტური ენები ქმნიან ერთ ენობრივ ოჯახს, რომელიც ხასიათდება მორფოლოგიური თუ სინტაქსური სტრუქტურის საერთო ტიპით, ბგერათა შესატყვისობის მკაცრი კანონზომიერებით. შემდგომში მას დაუპირისპირდა მოსაზრება სემიტური და ე.წ. ქამიტური ენების გენეტიკური ერთიანობის შესახებ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მეფარიშვილი, მარინა: სემიტური ენების ისტორიული გრამატიკა / მარინა მეფარიშვილი ; [რედ. მარიამ ჩაჩიბაია] - თბ. : უნივერსალი, 2008 - ნაწ. 1 : ფონეტიკა, ფონოლოგია : სალექციო კურსი - , 2008. ISBN 978-9941-12-157-9 : [ფ.ა.]