ანდაზა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანდაზა (ლათ. proverbium) ხალხური სიტყვიერების ჟანრი (შეიძლება იყოს ლიტერატურულიც); სინამდვილის გონებამახვილურად განზოგადება. დამრიგებლობითი შინაარსის იუმორისტულ-სატირული ხასიათის თქმა. ანდაზათა უმრავლესობა რაიმე საყოველთაოდ მიღებულ ნორმას ან პრაქტიკულ კონცეფციას გამოხატავს. ანდაზა, რომელიც აღწერს ქცევის ნორმას შეიძლება იწოდოს, როგორც "მაქსიმი". თუ ანდაზა გამოირჩევა განსაკუთრებით დახვეწილი სტილით, მას "აფორიზმი" ეწოდება.

ანდაზები ხშირად ნასესხებია სხვადასხვა ენებიდან და კულტურებიდან და ზოგჯერ თანამედროვეობაში ერთ ენაზე მეტი წყაროდან მომდინარეობს. ანდაზათა შესწავლას პარემიოლოგია ჰქვია.

მიუხედავად დამრიგებლური ხასიათისა, მცდარია აზრი იმის შესახებ, თითქოს ანდაზა აუცილებლად წარმოადგენს სიბრძნეს (სახალხო სიბრძნეს) ან გვაწვდის პროგრესულ მორალურ-ეთიკურ ნომრას. ხშირია მაგალითი იმისა, რომ ანდაზა ეფუძნებოდეს უმეცარ, მაგრამ ხალხში გავრცელებულ საერთო აზრს. არ არის გამართლებული ანდაზის ჩართვა ბავშვთა აღმზრდელობით პრაქტიკაში - ახსნისა და დასაბუთების გარეშე.

მაგალითი: ანდაზა ”გემოვნებაზე არ დაობენ”. აქ მოყვანილი აზრი, თითქოს გვანიჭებს თავისუფლებას შემოქმედებაში, მეორე მხრივ კი იგი გვათანაბრებს უმეცრების, გაუნათლებელი საზოგადოების, არაკომპეტენტურობის ჩარჩოში, მნიშვნელობას უკარგავს ჭეშმარიტ სილამაზეს და ამ გზით, ირიბად ასრულებს უსამართლო ცენზურულ სამსახურს, შედეგად ზღუდავს პროგრესული პიროვნების თავისუფლებას.

  • საპირისპირო აზრი (1): ”გემოვნებაზე დაობენ”, რამდენადაც არსებობს კლასიკური გემოვნება, რომელიც უნდა შრომით მიიღოს ადამიანმა და განავითაროს საკუთარი გამოცდეილების, განათლების საფუძველზე.
  • საპირისპირო აზრი (2): თუ ანდაზას პირდაპირ გავიგებთ, გემოვნებაზე დაობენ და ომობენ კიდეც. მსოფლიოს ისტორიაში მრავალი მაგალითია ომისა და ბრძილებისა, რომელთა მიზეზს სილამაზე (ან გემოვნების ობიექტი) წარმოადგენდა (ქალი, ქალაქი, კულტურა, ენა) იცნობს ისტორიაში
  • საპირისპირო აზრი (3): ”გემოვნებაზე უნდა ვიდაოთ” (აგრეთვე საკუთარ თავთან), რომ ამოვიცნოთ ჭეშმარიტი, საყოველთაო სილამაზის ნორმა-იდეალი, სილამაზის დანახვა ზოგადად მოითხოვს შრომის გაწევას (”კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდაო”). იმ თეზაზე დაფუძნებით, რომ ”ჭეშმარიტი სილამაზე არსებობს” (ეს უკანასკნელი აზრი აღიარებულია კაცობრიობის მიერ - თ.დოსტოევსკი ”სილამაზე გადაარჩენს სამყაროს”, შდრ. ”ერთი, უფალი არის მხსნელი”) შევადაროთ - ”კამათში იბადება ჭეშმარიტება”; ანდაზების წინააღმდეგობრიობა ლოგიკურად ასაბუთებს ერთ-ერთის მცდარობას და მტკიცდება ანდაზაში მოყვანილი აზრის - ”გემოვნებაზე არ დაობენ” მცდარობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]