არმენოლოგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმენოლოგია (უფრო იშვიათად აგრეთვე არმენისტიკა) არის (სომხურად Հայագիտություն) ინტერდისციპლინური სამეცნიერო დარგი, რომლის კვლევის საგანს წარმოადგენს სომხეთი. არმენოლოგიის მნიშვნელოვანი თემებია სომეხთა ქვეყანასათან დაკავშირებული ყველა საკითხის მეცნიერული შესწავლა-დამუშავება და გაშუქება; ენა, ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, სომეხთა კულტურა.

ქართულ არმენოლოგიას დიდი ისტორია აქვს. სომხური ენას და ლიტერატურას, ისევე როგორც სომხეთის ისტორიას საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღიდან შეისწავლიან. დღესდღეობით კი საქართველოში არამარტო თსუ, არამედ სხვა, რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი ამზადებს არმენოლოგთა ახალგაზრდა თაობებს.

არმენოლოგიის ისტორია[რედაქტირება]

არმენოლოგიის დარგში სისტემურ მუშაობას საფუძველი ჩაეყარა XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც 1679 წელს პარიზში სამეფო (ახლა - ეროვნულ) ბიბლიოთეკასთან შეიქმნა სომხური ხელნაწერების ფონდი, ხოლო ვენეციაში კათოლიკე სომეხმა მხითარ სებასტიელმა (1676-1749) 1701 წელს დააარსა მხითარისტების სახელით ცნობილი კონგრეგაცია (ძმობა), რომელსაც მოგვიანებით ტრიესტისა (1776) და ვენის (1881) ფილიაციები გამოეყო. ასე შეიქმნა ევროპაში არმენოლოგიის სკოლები: ევროპული (პარიზში, ლაიფციგში, ბერლინში და სხვა) და ეროვნული (მხითარისტები).

მხითარისტებს დიდი ღვაწლი მიუძღვით მეცნიერული არმენოლოგიის ჩამოყალიბებაში. მათი მემკვიდრეობა პირველსავე ეტაპზე მოიცავს თავისი დროისათვის უმნიშვნელოვანეს პუბლიკაციებს:

  1. ისტორია (მ. ჩამჩიანი),
  2. გეოგრაფია (ღ. ინჭიჭიანი, ღ. ალიშანი),
  3. გრამატიკა (მხიტარ სებასტიელი, მ. ჩამჩიანი),
  4. ლიტერატურის ისტორია (მ. ზარბჰანალიანი).

1749-1769 და 1836-1837 წლებში გამოიცა განმარტებითი ლექსიკონები. მხითარისტების მთარგმნელობითმა მოღვაწეობამ ევროპას გააცნო ძველი სომეხი ისტორიკოსების - მოვსეს ხორენაცის, აგათანგელოსის, ეღიშეს და სხვა თხზულებები, VII საუკუნის ანონიმი ავტორის "გეოგრაფია". მათ მიერ დაარსებული პერიოდული ორგანოები "ბაზმავეპი" ("ანალები", ვენეცია, 1843-იდან) და "ჰანდეს ამსორია" ("თვიური ჟურნალი", ვენა, 1886-იდან) ევროპაში მეცნიერული არმენოლოგიის ცენტრებად იქცნენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლექსიკონები[რედაქტირება]

  • მელიქსეთ-ბეგი, ლეონ: სომხურ-ქართული ლექსიკონი. თბილისი: ნეკერი, 1996.
  • ჩინჩალაძე, მ., პოღოსიანი, ვ.: ქართულ-სომხური სასაუბროები ლექსიკონითურთ. თბილისი: ინტელექტი, 1998.
  • ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ-რუსული სიხშირული ლექსიკონი. თბილისი: უმცირესობათა საკითხების ევრ. ცენტრი: საქ. ჩეხთა სათვისტომო „ზლატა პრაღა“, 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]