სქესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მამრობითი გამეტა (სპერმა) განაყოფიერდება მდედრობით გამეტაში (კვერცხუჯრედი)
ხოხობი: მარცხნივ — მდედრი, მარჯვნივ — მამრი

სქესიორგანიზმის მორფოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მის მონაწილეობას ახალ თაობათა წარმოქმნაში და შთამომავლობისათვის მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემაში. მამრობითი და მდედრობითი გამეტების შერწყმით მიიღება ზიგოტა, რომელშიც ერთიანდება რეკომბინირებული მემკვიდრული მასალის შემცველი ორივე მშობლის ჰაპლოიდურ ქრომოსომათა ნაკრები. ამიტომ ორსქესიან პოპულაციებში გამუდმებით წარმოიქმნება გენეტიკურად განსხვავებული ფორმები, რომლებიც მდიდარ მასალას წარმოადგენენ ბუნებრივი გადარჩევისათვის. მრავალუჯრედიან ორგანიზმებში სქესობრივმა პროცესმა სქესის რთული დიფერენცირება განიცადა. სპეციალურ (გენერაციულ) ორგანოებში ხდება დიდი ზომის უძრავი ან ნაკლებად მოძრავი მდედრობითი სქესის და პატარა, უმეტესად მოძრავი მამრობითი სქესის გამეტების ჩამოყალიბება.[1]

მცენარეთა დიდ ნაწილში და ზოგიერთ ცხოველში ორივე ტიპის გამეტები ყალიბდება ერთსა და იმავე ინდივიდში, ცხოველების უმრავლესობაში კი — სხვადასხვაში, რომლებიც შესაბამისად მამრობით და მდედრობით ფორმებად იყოფიან. ცალსქესიანი ინდივიდები განსხვავდებიან პირველადი და მეორეული სასქესო ნიშნებით, ქცევით. ორსქესიან მცენარეებსა და ჰერმაფროდიტ ცხოველებში შინაგანი ფაქტორების მოქმედებით გენეტიკურად ერთგვაროვანი უჯრედებიდან ყალიბდება მდედრობითი და მამრობითი სასქესო ორგანოები. განასხვავებენ სქესის პროგამურ, ეპიგამურ და სინგამურ განსაზღვრას.[1]

1). ინგლისელი სოციოლოგი ენტონი გიდენსი განმარტავს სქესს, როგორც „ბიოლოგიურ ან ანატომიურ განსხვავებას ქალებსა და მამაკაცებს შორის“, მაშინ როდესაც გენდერი გულისხმობს „მამრთა და მდედრთა შორის არსებულ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ განსხვავებებს.[2]

2). გულისხმობს ბიოლოგიას, ადამიანის გენეტიკურ და ფიზიოლოგიურ თვისებებს, რომლებიც გვიჩვენებენ, მამრია იგი, თუ მდედრი. ქალის ან მამაკაცის ბიოლოგიური სქესი სტატიკურია ანუ იგი არ იცვლება, არის უნივერსალური და აშკარად დაკავშირებულია რეპროდუქციულ ფუნქციებთან. მნიშვნელოვანი სქესობრივი განსხვავება არის ის, რომ ქალს შეუძლია ბავშვის გაჩენა, ხოლო კაცს — არა. კიდევ ერთი სქესობრივი განსხვავება ისაა, რომ კაცს მუსკულატურა ძირითადად უფრო მძლავრი აქვს, ვიდრე ქალს.[2]

3). განსაზღვრავს ქალსა და მამაკაცს შორის ანატომიურ და ფიზიოლოგიურ სხვაობებს და ამ სხვაობათა კავშირს რეპროდუქციის უნართან. სქესი ბიოლოგიურად არის დეტერმინირებული.[2]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სქესი&oldid=2648397“-დან