სვანტე არენიუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სვანტე არენიუსი

სვანტე არენიუსი
სვანტე არენიუსი
დაბადების თარიღი 19 თებერვალი, 1859
დაბადების ადგილი ვეიკის მამული უფსალასთან
გარდაცვალების თარიღი 2 ოქტომბერი, 1927
გარდაცვალების ადგილი სტოკჰოლმი
სამეცნიერო სფერო ქიმია, ფიზიკა

სვანტე ავგუსტ არენიუსი (შვედ. Svante August Arrhenius; დ. 19 თებერვალი, 1859, ვეიკის მამული უფსალასთან — გ. 2 ოქტომბერი, 1927, სტოკჰოლმი) — შვედი ფიზიკოს-ქიმიკოსი, შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1901). მრავალი ქვეყნის აკადემიებისა და სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1926-იდან).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1879 წელს დაამთავრა უფსალის უნივერსიტეტი. 1895 წლიდან იყო სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორი, 1905 წლიდან - ნობელის ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია ელექტროლიტური დისოციაციის თეორიისა. სწავლობდა მჟავებისა და სხვა ელექტროლიტების განზავებული ხსნარების ელექტროგამტარობას და 1887 წელს დაასკვნა, რომ მათი მოლუკულები გახსნისას იშლება დამუხტულ ნაწილაკებად – იონებად (ანიონებად და კატიონებად). არენიუსს ეკუთვნის შრომები ქიმიურ კინეტიკაში. მან დაადგინა ქიმიური რეაქციის სიჩქარის ტემპერატურაზე დამოკიდებულება (1889), რომელსაც არენიუსის განტოლება ეწოდა. გამოიკვლია ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საკითხები. ითვლება ფიზიკური ქიმიის დარგის ერთ-ერთ დამაარსებლად. მისი იდეა სიცოცხლის ჩანასახების პლანეტიდან პლანეტაზე გადატანის შესახებ საკმაოდ აზრიანია და დღესაც განიხილება პანსპერმიის თეორიის მომხრეების მიერ. ფიქრობდა უნივერსალური ენის შემუშავებაზე ინგლისური ენის მოდიფიკაციის გზით.

მის სახელს ატარებს მთვარის კრატერი არენიუსი და სტოკჰოლმის უნივერსიტეტის კვლევითი ლაბორატორიების ჯგუფი.

რაც შეეხება არენიუსის რელიგიურ შეხედულებებს, ის თავის თავს ათეისტად აცხადებდა. მოღვაწეობის მრავალმხრივობის გამო თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს უნივერსალად, „პოლიმათად“.

1903 წელს მიენიჭა ნობელის პრემია.

ლიტერატურა[რედაქტირება]