ვიქტორ გრინიარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიქტორ გრინიარი

ფრანსუა ოგიუსტ ვიქტორ გრინიარი (ფრანგ. François Auguste Victor Grignard; დ. 6 მაისი, 1871 — გ. 13 დეკემბერი, 1935) — ფრანგი ქიმიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1926). გრინიარმა თავის მასწავლებელ ფ. ბარბიესთან ერთად მიიღო შერეული მაგნიუმ-ჰალოგენორგანული ნაერთები (ეთერების გარემოში) და გამოიყენა ისინი პრგანული ნაერთების მრავალი კლასის სინთეზისათვის. ამ მეთოდმა მალე ფართო გამოყენება ჰპოვა ქიმიის პრაქტიკაში (გრინიარის რეაქცია).

გრინიარი დიდ ყურადღებას აქცევდა ორგანულ ნაერთთა ნომენკლატურის საკითხების დამუშავებას. ნობელის პრემია პოლ საბატიესთან ერთად (1912).

ლიტერატურა[რედაქტირება]