უფსალის უნივერსიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უფსალის უნივერსიტეტი
Uppsala universitet
უფსალის უნივერსიტეტის ლოგო
ლათ.: Universitas Regia Upsaliensis
ან Academia Regia Upsaliensis

დევიზი Gratiae veritas naturae
„ჭეშმარიტება კეთილშობილებითა და ბუნებით“ (?)
დაფუძნდა 1477
ტიპი საზოგადოებრივი
თანამშრომელი 6,160[1]
(4,000 ასწავლის)
რექტორი პროფ. ევა აკესონი[2]
სტუდენტი 22,909 (სდე, 2012)[1]
სადოქტორო სტუდენტები 2,401[1]
მდებარეობა შვედეთის დროშა უფსალა, შვედეთი
ფერები           წაბლისფერი, თეთრი
კავშირები კოიმბრას ჯგუფი, ეუა, უმქ

უფსალის უნივერსიტეტი („უუ“; შვედ. Uppsala universitet) — კვლევითი უნივერსიტეტი ქალაქ უფსალაში, შვედეთში. მისი დაარსების თარიღი 1477 წელია, რაც მას ქვეყნისა და მთლიანად სკანდინავიის უძველეს უნივერსიტეტად ხდის[3]. საერთაშორისო შეფასებებით ის ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში ხვდება[4].

უფსალის უნივერსიტეტის ინტერიერი

უნივერსიტეტმა მაღალ სიდიდეებს, მე-16 საუკუნის ბოლოს შვედეთის იმპერიად გარდაქმნის შემდეგ მიაღწია, რომლის შემდეგაც ადრეულ XVII საუკუნეში შედარებით სტაბილური ფინანსური უზრუნველყოფა მიიღო მეფე გუსტავ ადოლფის დიდი შემოწირულობის ხარჯზე. უფსალას ასევე მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილი უჭირავს შვედეთის ეროვნულ კულტურაში, იდენტურობაში, შვედეთის როლის დამკვიდრებაში: ისტორიოგრაფიაში, ლიტერატურაში, პოლიტიკასა და მუსიკაში. ზოგადად შვედური აკადემიური კულტურის მრავალი ასპექტი, მაგალითისთვის როგორიცაა თეთრი სტუდენტური კეპი, სწორედ უფსალადან იღებს სათავეს. ლუნდისა და ჰელსინკის უნივერსიტეტებთან ის გარკვეულ განსაკუთებულობებს იზიარებს, ისეთებს როგორიცაა სტუდენტთა ეროვნული სისტემა.

უფსალა ევროპული უნივერსიტეტების კოიმბრას ჯგუფს მიეკუთვნება. უნივერსიტეტს ცხრა ფაკულტეტი აქვს, რომელიც სამ „ძირითად დისციპლინას“ შორის ნაწილდება. მას დაახლოებით 23,000 სრული დროის სტუდენტი და 2,400 სადოქტოროს სტუდენტი ყავს. უნივერსიტეტის პერსონალი დაახლოებით 4,000 მასწავლებელს ითვლის (არასრული და სრული დროით), საერთო ჯამში კი 6,200 თანამშრომელს. უნივერსიტეტის 575 პროფესორთაგან 25%-ს ქალები წარმოადგენენ. 2012 წელს უნივერსიტეტის 5.5 მილიარდი შვედური კრონის (დაახლ. $850 მლნ.) ფინანსური ბრუნვიდან, 29% განათლების ბაზისურ და მოწინავე დონეებზე დაიხარჯა, 67% კი კვლევებსა და კვლევით პროგრამებზე[1].

აკადემიური დაწესებულები[რედაქტირება]

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

უნივერსიტეტის ბიბლიოთება Carolina Rediviva დაახლოებთ 275 000 ტომს ითვლის, რომ არ ჩაითვალოს პატარა ზომის წიგნები და ბროშურები, ასევე 12 000 ხელნაწერს, რომელთა შორისაა ულფილას Codex argenteus-იც. უნივერსიტეტს ასევე აქვს ნუმიზმატიკური კოლექცია (დაახლოებით 40 000 მონეტა და მედალი), ნახატების კრებული, მინერალების ძვირფასი კოლექცია, დიდი ბოტანიკური ბაღი მუზეუმთან და კარლ ლინეს ძეგლთან ერთად, ქიმიური ლაბორატორია და სხვა (მთლიანობაში 12) აკადემიური დაწესებულებანი.

1879-1887 წლებში აშენებული უნივერსიტეტის შენობა აშენებულია რენესანსის სტილში, მარმარილოს სვეტებით, მდიდრული დარბაზებითა და აუდიტორიებით.

არქიტექტურულად, უფსალის უნივერსიტეტს ტრადიციულად მდინარე ფირისანის დასავლეთით მდებარე საკათედრო ტაძრის მიდამოებზე დიდი გავლენა ჰქონდა. მიუხედავად შედარებით ახალი მშენებლობლობებისა, ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, უფსალის ისტორიული ცენტრი მაინც უნივერსიტეტის ზეგავლენის ქვეშ რჩება.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Årsredovisning 2012, Uppsala universitet (PDF). Uppsala universitet. წაკითხვის თარიღი: 2013-03-22.
  2. University Management, Uppsala University, retrieved 16 January 2012
  3. Ridder-Symoens, Hilde de. A History of the University in Europe. Cambridge University Press, 2003. Page 84.
  4. http://www.timeshighereducation.co.uk/world-university-rankings/2011-2012/top-400.html Times Higher Education 2011.