ფიზიკა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიზიკა არის მეცნიერება ბუნების შესახებ, რომელიც შეისწავლის მატერიალური სამყაროს ზოგად თვისებებს და კანონებს. ამ ზოგადობის გამო, ფიზიკა და მისი კანონები საფუძვლად უდევს მთელ ბუნებისმეტყველებას. მე–20 საუკუნემდე ფიზიკას ნატურფილოსოფიას უწოდებდნენ. შესასწავლი ობიექტების ტიპის მიხედვით ფიზიკა მრავალ დისციპლინად იყოფა. ფიზიკა გახდა ახალი იდეების წყარო, რომელთაც გარდაქმნეს თანამედროვე ტექნიკა: ბირთვული ენერგეტიკა, ქვანტური ელექტრონიკა, რადიოლოკაცია და ა.შ.


სექციების სია

[რედაქტირება] ეტიმოლოგია

ტერმინი "ფიზიკა" ბერძნული წარმოშობისაა, φύσις (physis) ნიშნავს "ბუნებას" ან "სხეულს", ხოლო φυσικός (physikos) – "ბუნებრივს".

[რედაქტირება] ზოგადი მიმოხილვა

ფიზიკა თავისი არსით ექსპერიმენტული მეცნიერებაა. მისი კანონები ემყარება ცდის საფუძველზე დადგენილ ფაქტებს. ეს კანონები რაოდენობრივი თანაფარდობებია და ჩამოყალიბებულია მათემატიკურ ენაზე. განასხვავებენ ექსპერიმენტულ ფიზიკასა და თეორიულ ფიზიკას. ნებისმიერი მოვლენის შესწავლისას ცდა და თეორია თანაბრად აუცილებელია და ურთიერთკავშირშია.

ფიზიკური მატერიის საკვლევი ობიექტებისა და მოძრაობის ფორმების ნაირსახეობათა შესაბამისად ფიზიკა დაყოფილია სხვადასხვა დისციპლინად (დარგებად), რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ერთმანეთთან. ფიზიკის დაყოფა ცალკეულ დისციპლინებად პირობითია და შეიძლება მოხდეს სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

შესასწავლი ობიექტების მიხედვით ფიზიკის დარგებია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, ბირთვული ფიზიკა, ატომებისა და მოლეკულების ფიზიკა, აირებისა და სითხეების ფიზიკა, მყარი სხეულების ფიზიკა, პლაზმის ფიზიკა.

შესასწავლი პროცესების ან მატერიის მოძრაობის ფორმების მიხედვით განარჩევენ მექანიკურ მოძრაობას, სითბურ პროცესებს, ელექტრომაგნიტურ მოვლენებს, გრავიტაციულ ურთიერთქმედებებს.

ამის შესაბამისად ფიზიკაში გამოყოფენ მატერიალური წერტილებისა და მყარი სხეულების მექანიკას, უწყვეტი გარემოს მექანიკას, თერმოდინამიკასა და სტატიკურ ფიზიკას, ელეტქროდინამიკას, გრავიტაციის თეორიას, და ველის კვანტურ თეორიას.

კვლევის მიზნების მიხედვით ხანდახან ცალკე გამოყოფენ გამოყენებით ფიზიკას. ცალკეა აგრეთვე გამოყოფილი მოძღვრება რხევებსა და ტალღებზე, რომელიც მექანიკურ, აკუსტიკურ, ელექტრულ და ოპტიკურ რხევებს განიხილავს ერთიანი თვალთახედვით.

თანამედროვე ფიზიკა შეიცავს ფიზიკის ყველა დარგის მომცველ რამდენიმე ფუნდამენტურ ფიზიკურ თეორიას, რომელთა საფუძველია კვანტური მექანიკა და ფარდობითობის თეორია.

[რედაქტირება] ფიზიკის მეცნიერებათა სისტემა

[რედაქტირება] ფიზიკის დარგები

აკუსტიკა
ატომური ფიზიკა
ბირთვული ფიზიკა
ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა
ელექტროდინამიკა
თერმოდინამიკა
კვანტური ფიზიკა
კინემატიკა
მექანიკა
ოპტიკა
სტატიკა

[რედაქტირება] მეცნიერებათაშორისი დისციპლინები

ასტროფიზიკაბიოფიზიკაგეოფიზიკამათემატიკური ფიზიკაფიზიკური ქიმია


[რედაქტირება] მონათესავე მეცნიერებები

ბირთვული ელექტრონიკაბირთვული ენერგეტიკაკოსმოსური ტექნოლოგია


[რედაქტირება] ფიზიკის ისტორია

უძველესი დროიდანვე დიდი იყო ადამიანის ინტერესი ბუნებისა და ბუნებრივი მოვლენების მიმართ: მას აინტერესებდა თუ რატომ ვარდებოდა მიწაზე სხეულები, რატომ ჰქონდა სხვადასხვა ნივთიერებებს სხვადასხვა თვისებები, რისგან შესდგებოდა დედამიწა და ციური სხეულები და ა.შ. იმ პერიოდში შეთხზული თეორიემის უმრავლესობა მცდარი იყო, ვინაიდან მხოლოდ ფილოსოფიურ ჭრილში იყო გააზრებული და არ იყო შემოწმებული სისტემური ექსპერიმენტული ხერხებით.

ფიზიკამ განვითარება დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე (დემოკრიტე, არქიმედე და სხვები). მე-17 საუკუნეში იქმნება კლასიკური მექანიკა (ი.ნიუტონი), ხოლო მე-19 საუკუნის ბოლოს დასრულდა კლასიკური ფიზიკის ფორმირება.

იხ. სრული ტექსტი.


[რედაქტირება] ფიზიკის საერთო ცნებები და ტერმინები

ატომიაჩქარებაბგერაგაზიგამტარებიდენიდროელექტრობაელექტრონიელექტრული ველიენერგიაველივექტორიმაგნიტური ველიმასამიზიდულობამოლეკულამოძრაობამუხტიმყარი სხეულინეიტრონიპლაზმაპროტონისითხესიმკვრივესიმძლავრესინათლესიჩქარეტალღატემპერატურაფარდობითობაფიზიკური მუდმივაფიზიკური ერთეულიძალაძაბვაწინაღობა - ხახუნი


[რედაქტირება] ფიზიკის ძირითადი კანონები

თერმოდინამიკის კანონებიმიზიდულობის კანონიმოძრაობის კანონიფარდობითობის კანონი

[რედაქტირება] გამოჩენილი ფიზიკოსები

აინშტაინი, ალბერტამპერი, ანდრე მარიბეკერელი, ანტუან - ბორი, ნილსდირაკი, პოლკიური, პიერკულონი, შარლ ოგიუსტენმაქსველი, ჯეიმზ კლარკნიუტონი, ისააკპლანკი, მაქსრენტგენი, ვილჰელმ კონრადფარადეი, მაიკლჯოული, ჯეიმზჰიუიგენსი, კრისტიან

იხ. სრული ნუსხა.

[რედაქტირება] ქართველი ფიზიკოსები

დოღონაძე, რევაზ


[რედაქტირება] ფიზიკის დაწესებულებები


[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] ქართული რესურსები ინტერნეტში


რედ. ფიზიკის ზოგადი დარგები

აკუსტიკა | ბირთვული ფიზიკა | კლასიკური მექანიკა | ელექტროდინამიკა | თერმოდინამიკა | ელექტრომაგნეტიზმი | კვანტური მექანიკა | კინემატიკა | ნაწილაკების ფიზიკა | კვანტური ველების თეორია | ოპტიკა | სტატიკური მექანიკა | ფარდობითობის თეორია

პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე