მაიკლ ლევიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაიკლ ლევიტი
ინგლ. Michael Levitt
დაბ. თარიღი 9 მაისი, 1947(1947-05-09)[1] [2] (76 წლის)
დაბ. ადგილი პრეტორია
მოქალაქეობა  სარ
 აშშ
 ისრაელი
 გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ფიზიკოსი, ბიოლოგი, bioinformatician, ქიმიკოსი, სამეცნიერო მუშაკი, პედაგოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოქიმიკოსი, რედაქტორი[3] და მწერალი[3]
მუშაობის ადგილი სტენფორდის უნივერსიტეტი, ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტი და კემბრიჯის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლონდონის სამეფო კოლეჯი, პიტერჰაუზი, კემბრიჯის უნივერსიტეტი[4] და Pretoria Boys High School
ჯილდოები ნობელის პრემია ქიმიაში[5] [6] , სამეფო საზოგადოების წევრი, ISCB Fellow, EMBO-ს წევრობა და DeLano Award for Computational Biosciences
საიტი csb.stanford.edu/levitt

მაიკლ ლევიტი (ინგლ. Michael Levitt; დ. 9 მაისი, 1947, პრეტორია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — დიდ ბრიტანელი, ებრაელი და ამერიკელი ბიოფიზიკოსი. 2013 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში მარტინ კარპლუსთან და არე ვერშელთან ერთად „ქიმიური სისტემის კომპიუტერული მოდელირებისათვის“. აშშ-ის ეროვნული აკადემიის წევრი და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი 1987 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიკლ ლევიტი დაიბადა ებრაელების ოჯახში. დედა — გერტრუდა ლევიტი (დაბადებით შტერნი, დაიბადა 1915 წელს), მისი ოჯახი ბოჰემიიდან[7][8] საცხოვრებლად გადავიდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ხოლო იქიდან დიდ ბრიტანეთში, სადაც მაიკლმა განათლება მიიღო ლონდონის სამეფო კოლეჯში, რომელიც დაასრულა 1967 წელს ფიზიკის მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხით[9][10][11]. 1967-1968 წლებში სტაჟირებზე იყო შნეურ ლიფსონის ლაბორატორიაში. 1971 წელს ჰონვილ-ენდ-კიზის კოლეჯში მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ბიოლოგიის დარგში. შემდეგ კი განაგრძო სადოქტოროს შემდგომი სტაჟირება შნეურ ლიფსონთან ვეიცმანის ინსტიიტუტში (1972-1974 წლები) და 1974 წლის ოქტომბერში გახდა კემბრიჯში მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. 1979-1987 წლებში მაიკლ ლევიტი ისრაელში ვეიცმანის ინსტიტუტის დოცენტია, ხოლო 1984 წლიდან ქიმიური ფიზიკის პროფესორი. 1980-1983 წლებში ამავე ინსტიტუტის ქიმიური ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. 1987 წლიდან სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტრუტურული ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორია, 1993-2004 წლებში კი ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

2016 წელს გაუგზავნა წერილი საერთაშორისო ორგანიზაციებს გრინპისსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, მსოფლიოს ყველა ქვეყნის მტავრობებს, რომ შეეწყვიტათ ბრძოლა ორგანიზმის გენეტიკური მოდიფიცირების წინააღმდეგ[12][13][14].

მაიკლ ლევიტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გამოიყენა კლასიკური მოლეკულური დინამიკის მეთოდი დნმ-ის მოლეკულებთან და შეიმუშავა პროგრამული უზრუნველყოფა ამ მიზნისთვის. ლევიტმა ასევე შეიმუშავა მაკრომოლეკულური სტრუქტურის პროგნოზირების მეთოდები, მიიღო მონაწილეობა „CASP“-ის მასშტაბურ ექსპერიმენტში.

იგი იყო ისეთი მეცნიერების სამეცნიერო ხელმძღვანელი, როგორებიცაა: მარკ ბენდერ გერშტეინი და რამ სამუდრალა. მაიკლ ლევიტი ასევე თანამშრომლობდა საირუს ჩოტიასთან.

ჯილდოები და დამსახურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წელს ლევიტი აირჩიეს მოლეკულური ბიოლოგიის ევროპული ორგანიზაციის წევრად. 2002 წელს კი აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 2013 წელს მიიღო ნობელის პრემია ქიმიის დარგში. მარტინ კარპლუსთან და არიე ვარშელთან ერთად. 2014 წელს აირჩიეს გამოყენებითი ბიოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების წევრად.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიკლ ლევიტი ერთდროულად არის ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის მოქალაქე. მისი მეუღლე რინა, რომელიც იყო მოქანდაკე და მხატვარი გარდაიცვალა 2017 წლის 23 იანვარს. მათ ყავდათ 3 შვილი. მაიკლ ლევიტი მეექვსე ებრაელია, რომელსაც ახალი ათასწლეულის განმავლობაში გადაეცა ნობელის პრემია ქიმიის დარგში[15][16].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  2. Munzinger Personen
  3. 3.0 3.1 Czech National Authority Database
  4. Mathematics Genealogy Project — 1997.
  5. The Nobel Prize in Chemistry 2013Nobel Foundation.
  6. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  7. Stanford Biologist Wins Nobel Prize for Chemistry
  8. Генеалогические данные семьи Штерн (Лихтенштерн)
  9. Michael Levitt «The birth of computational structural biology». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-03-16. ციტირების თარიღი: 2013-11-14.
  10. ‘LEVITT, Prof. Michael’, Who's Who 2013, A & C Black, an imprint of Bloomsbury Publishing plc, 2013; online edn, Oxford University Press.
  11. アーカイブされたコピー. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-22. ციტირების თარიღი: 2014-09-04. Michael Levitt CV
  12. 107 Nobel laureates sign letter blasting Greenpeace over GMOs
  13. Laureates Letter Supporting Precision Agriculture (GMOs)
  14. Список нобелевских лауреатов подписавших письмо
  15. Pileggi, Tamar (9 October 2013). „Tiny Israel a Nobel heavyweight, especially in chemistry“. The Times of Israel. ციტირების თარიღი: 22 March 2017.
  16. Solomon, Shoshanna. „Israelis lose out to US-German trio for Nobel medicine prize“. The Times of Israel. ციტირების თარიღი: 22 March 2017.