ემილ ფიშერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Убеншвуаншвышь.jpg

ემილ ჰერმან ფიშერი (დ. 9 ოქტომბერი, 1852, აისკირხენი — გ. 15 ივლისი, 1919, ბერლინი), გერმანელი ქიმიკოსი და ბიოქიმიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1874 წელს დაამთავრა სტრასბურგის უნივერსიტეტი. ადოლფ ბაიერის მოწაფე. მიუნხენის (1879 წლიდან), ერლანგენის (1882 წლიდან), ვიურცბურგისა (1855 წლიდან) და ბერლინის (1892-1919) უნივერსიტეტების პროფესორი. 1875 წლებში დაასინთეზა ფენილჰიდრაზინი, რომელსაც იყენებდა მონოსაქარიდებისა და სხვათა შესასწავლად. შეისწავლა პურინული ფუძეების აგებულება, რაც საფუძვლად დაედი ისეთი მნიშვნელოვანი ნაერთების სინთეზს, როგორიცაა კოფეინი, თეობრომინი, ადენინი, გუანინი (1897) და სხვა. 1903 წელს დაასინთეზა დიეთილბარბიტურმჟავა, 1890 წელს - შაქრები. 1894 წელს ფერმენტები გამოიყენა როგორც ბიოკატალიზატორები ქიმიური ნაერთების სინთეზისათვის. 1899 წელს დაიწყო მუშაობა ცილების ქიმიაში. მის მიერ შემუშავებული ამინმკავების ეთერული ანალიზის მეთოდის გამოყენებით ფიშერმა შეძლო ცილების დაშლის პროდუქტების შესწავლა. აღმოაჩინა ვალინი, პროლინი (1901) და სხვა. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრ-კორესპონდენტი (1899). ნობელიის პრემია (1902).

ლიტერატურა[რედაქტირება]