მარიამი (ბიზანტიის დედოფალი)
| მარიამ ალანელი Μαρία της Αλανίας |
||
| ბიზანტიის კონსორტ-იმპერატრიცა | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 1071 – 1081 | ||
| წინამორბედი | ევოდკია მაკრემბოლიტისა | |
| მემკვიდრე | ირენა დუკაინა | |
|
|
||
| დაბადებული | 1050 საქართველოს სამეფო |
|
| გარდაცვლილი | 1118 |
|
| ეროვნება | ქართველი | |
| მეუღლე | 1. მიხეილ VII 2. ნიკიფორე III |
|
| შვილები | კონსტანტინე დუკა | |
| რელიგია | მართლმადიდებლობა | |
მარიამ დედოფალი, მართა, მარიამ-მართა, აგრეთვე ცნობილია მარიამ ალანელის სახელით[1] (ბერძნ. Μαρία της Αλανίας, Μάρθα, დ. 1050 – გ. 1118[2]) — ბაგრატ IV-ისა და მისი მეორე მეუღლის, ბორენას ასული,[1] მიხეილ VII-ის მეუღლე 1065-1078 წლებში, შემდეგ ნიკიფორე III-ის მეუღლე 1078-1081 წლებში.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
მარიამი დაიბადა 1050 წელს და უკვე 1056 ის კონსტანტინოპოლში ჩამოვიდა, სადაც უნდა მიეღო მეფის ასულისთვის შესაბამისი აღზრდა-განათლება, რომელიც თეოდორას პატრონაჟით მიმდინარეობდა[1]. ამავე წელს პრინცესა საქართველოში დაბრუნდა, რადგან მისი მურვე, ბიზნატიის იმპერატრიცა გაირდაიცვალა. მარიამის ცხოვრების ეს ფრაგმენტი XI საუკუნის ქართველ მწერალს, გიორგი მცირეს აქვს აღწერილი თავის ნაშრომში „ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმინდელისაჲ“:
| „ | ხოლო რამეთუ წინაჲსწარმეტყველებისაჲცა მადლი აქვნდა წმიდასა ამას, რომელი – ესე დღესამომდე ვიტარცა ნათელი მზისაჲ ბრწყინავს და ღმრთივმშვენიერად აღსრულებულად იხილვების. რამეთუ ჟამსა მას, ოდეს – იგი თეოდორა დედოფალსა ეპყრა ბერძენთა მეფობაჲ, ითხოვა ბაგრატ აფხაზთა მეფისაგან, რათა მოსცეს ასული მისი მართა და შვილად თვისად აღზარდოს.
ხოლო მეფემან ბაგრატ სიხარულითა დიდითა წარმოგზავნა შვილი მართა კაცთა თანა საკუთართა თვისთა. ხოლო მათ დღეთა შინა განგებითა საღმრთოჲთა თეოდორა დედოფალი აღესრულა. და მასრე ჟამსა მარიამ დედოფალი, დედაჲ ბაგრატ მეფისაჲ, მუნ იყო და წმიდაჲცა ესე მამაჲ ჩვენი მუნვე იყო მიზეზითა რომელთამე საქმეთაჲთა.[3] |
“ |
1065 წელს მართა ბიზანტიის მომავალ იმპერატორს, მიხეილ VII-ს გაათხოვეს და უკვე 1071 წელს დედოფალი მარიამის სახელად აკურთხეს.[1] 1075 წელს წყვილს მემკვიდრე, კონსტანტინე დუკა შეეძინა. 1078 წელს ნიკიფორე ნიკეას მიადგა, ამით ისარგებლება ეკლესია და ის მმართველად აღიარა. იმავე წელს მიხეილს აიძულეს ბერად აღკვეცილიყო.
1078 წელს ტახტზე ავიდა უკვე მოხუცებული ნიკიფორე III. მან იცოდა, რომ საჭირო იყო მარიამის დედოფლად დატოვება, რათა ხალხი არ აჯანყებულიყო, ამიტომაც იმპერატრიცას ცოლობა სთხოვა. მარიამი დათახმდა, მაგრამ ერთი პირობა წამოუყენა: ტახტის მემკვიდრე კონსტანტინე დუკა უნდა ყოფილიყო. ნიკოფრონე ბრიენოსი წერს ამასთან დაკავშირებით:
| „ | სამეფო კვერთხი რომ დაიპყრო ბოტანიატემ, თუმცა ... უკვე ბებერი და ადრე ორჯერ დაქორწინებული იყო, მაინც კიდევ დაქორწინდა დედოფალ მარიამზე...[4] | “ |
ნიკიდრონე დათანხმდა, თუმცა პირობა დაარღვია, რის გამოც მარიამი და ალექსი კომნენოსი, რომელსაც მის საყვარლადაც თვლიდნენ, იმპერატორს აჯანყება მოუწყეს. ალექსიმ ნიკოფრონე ტახტი დაატოვებინა და თავი ახალ იმპერატორად აღიარა.
ალექსი კომნენოსმა დავისი ასული ანა კონსტანტინეს მიათხოვა, მაგრამ 1087 წელს ალექსის ვაჟი-მემკვიდრე გაუჩნდა, წყვილი დააშორეს ერთმანეთს, კონსტანტინე გააძევეს სამეფოდან, ხოლო მარიამი მონაზვნად აღკვეცეს,[1] მაგრამ ის განაგრძობდა ბრძოლას და 1094 წელს ალექსის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობაც მიიღო.[4]
მარიამი ცნობილი იყო თავისი სილამაზითა და განათლებით. ასე თავის ნაშრომებში მას ხშირად თეოფილაქტე ბულგარელი იხსენებს.[5]
ცნობილია, რომ მარიამს ბიზანტიელ ქართველებთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი, კერძოდ კი გრიგოლ ბაკურიანის ძესთან. დედოფალი აქტიურად ეხმარებოდა ათონის ივერთა მონასტერს, განაგრძო დედის მიერ წამოწყებული საქმე და სიონის მთის ქართული კაპატა მონასტრის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა. მართა საქართველოში იყო ჩამოსული რუის-ურბნისის კრების მიმდინარეობის დროს.[4]
ანა კომნენოსი დაუფარავი აღტაცებით წერს მარიამის სილამაზეზე:
| „ | .... დედოფლის სილამაზე და მისი მომაჯადოებელი მიმზიდველობა, მისი ზნის სანდომიანობა _ ყველაფერი ეს აღემატება ფერწერას და ხელოვნებას. ... ის იყო ცოცხალი ქანდაკება, რომელიც ხიბლავდა მშვენიერების მოყვარულთ...[4] | “ |
წარმომავლობა [რედაქტირება]
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გურგენი | |||||||||||||||
|
|
||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
||||||||||||
|
|
ბაგრატ III |
|
||||||||||||||
|
|
||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||||||||
|
|
გურანდუხტი | |||||||||||||||
|
|
||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
||||||||||||
|
|
გიორგი I |
|
||||||||||||||
|
|
||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
||||||
|
|
მართა დედოფალი |
|
||||||||||||||
|
|
||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||||||||
|
|
ბაგრატ IV |
|
||||||||||||||
|
|
||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||
|
|
აბუსაჰლ-ამაზასპი[6][7] | |||||||||||||||
|
|
||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
||||||||||||
|
|
სენაქერიმ არწრუნი |
|
||||||||||||||
|
|
||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||||||||
|
|
მარიამ ვასპურაკანელი |
|
||||||||||||||
|
|
||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
||||||
|
|
მარიამ-მართა |
|
||||||||||||||
|
|
||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ურდურე[2] |
|
||||||||||||||
|
|
||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
||||||
|
|
ბორენა |
|
||||||||||||||
|
|
||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||
სქლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 რომაელი იმპერატრიცები, მართა (ინგლისური)
- ↑ 2.0 2.1 Istoria.Ge, ბაგრატიონთა გენეოლოგია
- ↑ ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმინდელისაჲ, თავი XIV
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 მარიამ-მართა
- ↑ Православие.Ru ნეტარის თეოფილაქტეს ცხოვრება (რუსული)
- ↑ Cyrille Toumanoff, კავკასიის სახელმწიფოთა დინასტიების გენეალოგია (სომხეთი, საქართველო, კავკასიის ალბანეთი), Édition Aquila, რომი, 1976, . 87-93, 520-521 & 524-525.
- ↑ Christian Settipani, Continuité des élites à Byzance durant les siècles obscurs. Les princes caucasiens et l'Empire du vie au ixe siècle, de Boccard, პარიზი, 2006, 634 გვ. (ISBN 978-2-7018-0226-8), გვ. 312-327. (ფრანგული)
სტატიის