ეთიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოკრატე

ეთიკა (ბერძნ. ἠθικόν, ძვ. ბერძნ. ἦθος-დან — ეთოსი, „ზნე“) — ფილოსოფიური მეცნიერება ზნეობის, მორალის შესახებ. ტერმინი „ეთიკა“ პირველად იხმარა არისტოტელემ, რომელმაც ზნეობის საკითხებს მიუძღვნა სპეციალური შრომა - „ნიკომაქეს ეთიკა“. უფრო ადრე ეთიკის საკითხები გაარჩია პლატონმა. მანვე შემოგვინახა არსებითი ცნობები სოკრატეს ეთიკურ შეხედულებებზე. სწორედ სოკრატეს მიიჩნევენ პირველ ფილოსოფოსად, რომელიც მთავარ ყურადღებას აქცევდა ზნეობის პრობლემების დასმასა და გადაწყვეტას.

ეთიკის ძირითადი პრობლემები[რედაქტირება]

ეთიკური გზა შემდეგშია, ყოველი არსების უზენაესი საბოლოო მიზანი სრულქმნილების მიღწევაა, რაც იმას გულისხმობს რომ ღმერთს დავემსგავსოთ. ადამიანისთვის სრულქმნილება დაკავშირებულია ნეტარებასთან, რადგან ერთიცა და მეორეც განპირობებულია ადამიანის ბუნების შესაბამისი სიკეთის დაუფლებით.

მოქმედება რომელსაც ეფუძნება ადამიანის ნეტარება, ერთი მხრივ, ყველაზე კეთილშობილური და ამაღლებული უნდა იყოს, იმდენად, რამდენადაც ამის უნარი საერთოდ შესწევს ადამიანს. მეორე მხრივ კი ის ყველაზე კეთილშობილური და ამაღლებული საგნისკენ უნდა იყოს მიმართული. ეთიკური მიდგომით ადამიანი არ არის უსასრულო, მისი საბოლოო ფაზა განვითარებისა არის ღმერთის შემეცნება და ამაღლებული სიკეთე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ეთიკა&oldid=2661435“-დან