ერთიანი სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო
ერთიანი სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო - პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია საქართველოში 2007-2010 წლებში.
[რედაქტირება] ისტორია
ერთიანი ეროვნული საბჭო ჩამოყალიბდა 2007 წლის სექტემბერში და აერთიანებდა ათ ოპოზიციური პარტიას. გაერთიანების მთავარი მოთხოვნა იყო საპარლამეტო არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე.
მოძრაობაში გაერთიანებული პარტიები იყვნენ:
- საქართველოს რესპუბლიკური პარტია - ლიდერი დავით უსუფაშვილი;
- საქართველოს კონსერვატიული პარტია - ლიდერები კახა კუკავა, ზვიად ძიძიგური;
- საქართველოს გზა - ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;
- თავისუფლება - კონსტანტინე გამსახურდია, ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას , ვაჟი.
- ჩვენ თვითონ - ლიდერი პაატა დავითაია;
- ხალხის პარტია - ლიდერი კობა დავითაშვილი;
- მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის - ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი;
- ქართული დასი - ლიდერი ჯონდი ბაღათურია;
- საქართველოს ლეიბორისტული პარტია - ლიდერი შალვა ნათელაშვილი;
- ეროვნული ფორუმი - ლიდერი კახა შარტავა.
საბჭო იყო ორგანიზატორი 2007 წლის ნოემბრის აქციებისა და ერთ სუბიექტად მონაწილეობდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ნოემბერში საბჭომ. 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებში საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატად მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გაჩეჩილაძე დაასახელა. ამ ნომინაციას არ შეუერთდა ლეიბორისტული პარტია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი პარტიის ლიდერი წამოაყენა.
ერთიანი ეროვნული საბჭო მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში. ამ არჩევნებისთვის საბჭო დატოვა რესპუბლიკურმა პარტიამ, ხოლო გაერთიანებას შეუერთდა ახალი მემარჯვენეები. ბლოკი არჩევნებში მონაწილეობდა სახელით "გაერთიანებული ოპოზიცია: ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები.
არჩევნების შემდგომ გაერთიანება დაიშალა. ის კვლავ შეიკრიბა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნების წინ. ამჯერად ბლოკში გაერთიანდნენ საქართველოს კონსერვატიული პარტია, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის და ხალხის პარტია. ეროვნულმა საბჭომ თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა ზვიად ძიძიგური. ბლოკმა თბილისში ხმათა 5.5%, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8,8% მიიღო.
სტატიის