რობერტ პილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერ რობერტ პილი, ბარონეტი
Sir Robert Peel, Baronet
სერ რობერტ პილი, ბარონეტიSir Robert Peel, Baronet
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 აგვისტო, 1841 – 29 ივნისი, 1846
მონარქი   ვიქტორია
წინამორბედი ვისკონტი პალმერსტონი
მემკვიდრე ლორდი ჯონ რასელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 დეკემბერი, 1834 – 8 აპრილი, 1835
მონარქი   უილიამ IV
წინამორბედი უელინგტონის თავადი
მემკვიდრე ვისკონტი პალმერსტონი

ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 დეკემბერი, 1834 – 8 აპრილი, 1835
მონარქი   უილიამ IV
წინამორბედი ლორდი დენმანი
მემკვიდრე თომას სპრინგ რაისი

დაბადებული 5 თებერვალი, 1788
რამსბოტომი, ლანკაშირი, დიდი ბრიტანეთი
გარდაცვლილი 2 ივლისი, 1850 (62 წლის)
უესტმინსტერი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ეროვნება ბრიტანელი
პოლიტიკური პარტია ტორების პარტია
კონსერვატორი
რელიგია ანგლიკანი
ხელმოწერა Robert Peel Signature.svg

სერ რობერტ პილი, მეორე ბარონეტი (დ. 5 თებერვალი, 1788 — გ. 2 ივლისი, 1850) — გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი 1834-1835 და 1841-46 წლებში. პილის ყველაზე დიდ დამსახურებად დაკნინებული ტორების პარტიიდან თანამედროვე კონსერვატიული პარტიის და, შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, პოლიციის კონცეპტის შექმნა ითვლება (პოლიციელებს ინგლისში მეტსახელად დღემდე ეძახიან "bobbies," რომელიც სახელი რობერტის შემოკლებული ფორმაა, ირლანდიაში კი პილერებს). 1846 წელს, რობერტ პილმა და მისი მომხრეების ფაქციამ კონსერვატიული პარტია დატოვეს და გარკვეული დროის განმავლობაში ინდივიდუალურ პოლიტიკურ ერთეულად - პილისტებად, მოღვაწეობდნენ. 1859 წელს, პილისტებმა რადიკალებთან და ვიგებთან შეერთების შედეგად ბრიტანეთის ლიბერალური პარტია ჩამოაყალიბეს, თუმცა ამ დროს რობერტ პილი უკვე გარდაცვლილი იყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

რობერტ პილი დაიბადა ბერიში, ინგლისი, ინდუსტრიალისტის და პარლამენტარის სერ რობერტ პილის, პირველი ბარონეტი, ოჯახში. რობერტ პილი უფროსი, ადრინდელი ინდუსტრიული რევოლუციის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი იყო. პიტმა განათლება თავდაპირველად ჰიპერჰოლმის სკოლაში, შემდეგ კი ჰაროუს სკოლაში და ოქსფორდის უნივერსტეტში მიიღო.

ადრინდელი პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება]

რობერტ პილის პოლიტიკური კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო. პილი 21 წლის ასაკში იქნა არჩეული ჯიბის ოლქის ქაშელის წარმომადგენლად პარლამენტში. საკუთარი მამის გარდა, პილის სპონსორი იყო სერ ართურ უელზლი, მომავალი უელინგტონის თავადი, რომელთანაც მომდევნო 25 წლის განმავლობაში პილის პოლიტიკური კარიერა მჭიდროდ იქნებოდა დაკავშირებული. პილის ორატორული დებიუტი პარლამენტის 1810 წლის სესიის გახსნისას შედგა, როდესაც იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა სპენსერ პერსევალმა მეფის სიტყვისათვის საპასუხო სიტყვის წარმოთქმა რობერტ პილს დაავალა. მის სიტყვას ბრიტანეთის პარლამენტში სენსაცია მოყვა. პარლამენტის სპიკერის ჩარლზ აბოტის განცხადებით პილის სიტყვა იყო "საუკეთეო სადებიუტო გამოსვლა, უილიამ პიტის შემდეგ."[1]

შინაგან საქმეთა მინისტრი[რედაქტირება]

1822 წელს, რობერტ პილი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა. ამ თანამდებობაზე მან რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. მათ შორის იყო მეტროპოლიტენის პოლიციის ჩამოყალიბება (მეტროპოლიტენის აქტი 1829), კრიმინალური იურისპუნდენციის რეფორმა, რომლითაც პილმა სიკვდილით დასჯად დანაშაულთა რაოდენობა შეამცირა და სასჯელაღსრულებითი სისტემის რეფორმა, რომელიც პატიმართათვის ხელფასის და განათლების მიცემას ითვალისწინებდა. მას შემდეგ რაც ლორდი ლივერპული უძლური შეიქმნა შეესრულებინა პრემიერის ფუნქციები, იგი პოსტზე ჯორჯ კანინგმა შეცვალა, რასაც პილის შინაგან საქმეთა მინისტრობიდან გადადგომა მოყვა. პილს და კანინგს კათოლიკეთა ემანსიპაციის თემაზე საპირისპირო მოსაზრებები გააჩნდათ; პილი ემანსიპაციის ერთ-ერთი ცნობილი ოპონენტი იყო, მანინგი კი ემხრობოდა ემანსიპაციას. პრემიერი ჯორჯ მანინგი ოთხ თვეში გარდაიცვალა, პრემიერის პოსტი მცირე ხნით ლორდ გოდერიჩმა დაიკავა. თუმცა, იგი მალე შეცვალა პილის დიდი ხნის მხარდამჭერმა ლორდ უელინგტონმა რასაც პილის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დაბრუნება მოყვა. ამ პერიოდის განმავლობაში, პოლიტიკური მნიშვნელობის მხრივ, პილი მეორე ფიგურად ითვლებოდა მთელს ტორების პარტიაში, თავად თავადი უელინგტონის შემდეგ.

კათოლიკეთა ემანსიპაციის მომხრეთა ზეგავლენა ახალ კაბინეტზე საკმაოდ დიდი აღმოჩნდა რასაც ემანსიპაციის შესახებ კანონმდებლობის შემოღება მოჰყვა. პილმა, რომელიც პარლამენტში ოქსფორდის უნივერსიტეტის (რომელთაგან ბევრი ანგლიკანები იყვნენ) წარმოადგენდა, დატოვა მისი საპარლამენტო პოსტი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაერთიანებული სამეფოს კაბინეტში მხოლოდ პარლამენტის წევრს შეუძლია იმსახუროს, პილმა გადაინაცვლა მომდევნო ჯიბის ოლქის, ამჟამად უესტბერის, წარმომადგენლად პარლამენტში. პილის პროტეჟე, უილიამ გლადსტონი მომავალში სწორედ პილს მიბაძავდა 1847-65 წლებში პარლამენტში ოქსფორდის წარმომადგენლობით, სანამ იგი პილის მსგავსად სწორედ საეკლესიო თემაზე დამარცხებული არ დატოვებდა ამ პოსტს.

გარდაცვალება[რედაქტირება]

1850 წლის 29 ივნისს, კონსტიტუშენ ჰილზე მიმავალი პილი ცხენიდან გადმოვარდა. ცხენი წაქცეულ სხეულზე შეტორტმანდა, რამაც ლავიწის მოტეხილობა და ქსოვილის დაზიანება გამოიწვა. სერ რობერტ პილი სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Gash, Mr. Secretary Peel, 59-61; 68-69.
წინამორბედი:
ვისკონტი პალმერსტონი
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი
1841-1846
შემდეგი:
ლორდი ჯონ რასელი