კოლხეთის ნაკრძალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კოლხეთის ნაკრძალი — ნაკრძალი შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მოდამოებში. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე ეწერი, სამხრეთით მდინარე ფიჩორი. ფართობი 561 ჰა. დაარსდა 1935 წელს.
ნაკრძალის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რელიქტური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. შემონახულია კოლხეთისათვის დამახასიათებელი ჭაობისა და დაბლობის ტყეების ლანდშაფტი. გავრცელებულია მურყანი, წიფელი, რცხილა, კოლხური სურო, წყავი, შქერი და რელიქტური ბალახოვანი მცენარეები. ცხოველებიდან — შველი, გარეული ღორი და სხვა.
სექციების სია |
[რედაქტირება] საინტერესო ფაქტები
2007 წლის 24 ოქტომბრიდან კოლხეთის ეკოსისტემა შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[1]
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მამისაშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 596, თბ., 1980 წელი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] სქოლიო
|
||||||||