ოჩხომურის ჩანჩქერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოჩხომურის ჩანჩქერი

ოჩხომურის ჩანჩქერი
კოორდინატები: 42°36′06″ ჩ. გ. 42°18′00″ ა. გ. / 42.6018639° ჩ. გ. 42.3000972° ა. გ. / 42.6018639; 42.3000972
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მარტვილის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 100-120 
ვარდნილები 3
მდინარე ოჩხომური
ოჩხომურის ჩანჩქერი — საქართველო
ოჩხომურის ჩანჩქერი
ოჩხომურის ჩანჩქერი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ოჩხომურის ჩანჩქერი

ოჩხომურის ჩანჩქერი — ჩანჩქერი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მიგარიის კირქვულ მასივზე, მდინარე ოჩხომურის სათავეში, ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლეზე. ჩანჩქერის ერთობლივი სიმაღლე 100-120 მ-ია.[1] იგი შედგება სამი საფეხურისაგან, თუმცა შორიდან შეხედვისას ერთ მთლიან სვეტად აღიქმება. საფეხურების ძირში პატარა ტბებია. ჩანჩქერის გარშემო არსებული ტენიანობა იწვევს მის მიმდებარე ტერიტორიებზე თავისებური ფლორისა და ფაუნის ჩამოყალიბებას, აქ მრავლადაა სხვადასხვა იშვიათი, ენდემური თუ რელიქტური სახეობა, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბზის კორომებს. მოქცეულია ხშირი კოლხური ტყით შემოსილ ადგილში.[2] ჩანჩქერი ტურისტულ-რეკრეაციული თვალსაზრისით საინტერესოა, რაც მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს.[1] ოჩხომურის ჩანჩქერი ბუნების ძეგლია.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები. თბილისი, გვ. 387. წ. 2014.
  2. 2.0 2.1 ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი