კოლხეთის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოლხეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
კოლხეთის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდ. ფიჩორი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე
მდებარეობა ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი ფოთი
კოორდინატები 42°06′39″ ჩ. გ. 41°41′46″ ა. გ. / 42.11083° ჩ. გ. 41.69611° ა. გ. / 42.11083; 41.69611
ფართობი 44 980
დაარსდა 1999
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო
მსოფლიო მემკვიდრეობა კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები

კოლხეთის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მიდამოებში. კოლხეთის დაცული ტერიტორიების ნაწილი. ფართობი 44 980 ჰა, საიდანაც 29 229 ჰა სახმელეთო ფართობია, 15 751 ჰა კი — შავი ზღვის აკვატორია.[1] დაარსდა 1999 წელს. მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ნაბადისა და ჭურიის უბნის მიმდებარე აკვატორიის ნაწილს და პალიასტომის ტბის აუზს. პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. გამოირჩევა ველური ფლორისა და ფაუნის მაღალი ბიომრავალფეროვნებით, ენდემური და რელიქტური სახეობების სიუხვით. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, ცალკეული ეკოსისტემები და ცენოზები.[2]

ეროვნული პარკი მოიცავს 5 მუნიციპალიტეტის ტერიტორიას — ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის — და საქართველოს ორი ისტორიული მხარის — სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.[2]

ეროვნული პარკი მნიშვნელოვანია როგორც მიგრირებად, მიმომფრენ და წყალმცურავ ფრინველთა საბინადროდ ვარგისი არეალი,[2] ასევე როგორც შავი ზღვის ზუთხისებრთა ოჯახის თევზების ტოფობის ორიდან ერთ-ერთი ადგილი (მდ. რიონის შესართავის 9 კმ-იანი მონაკვეთი; მეორე — დუნაი).[3]

1935 წელს შეიქმნა კოლხეთის ნაკრძალი (ფართობი 561 ჰა). მისი მიზანი იყო კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რელიქტური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა.[4] ეროვნული პარკი დაარსდა 1999 წელს.

შემონახულია კოლხეთისათვის დამახასიათებელი ჭაობისა და დაბლობის ტყეების ლანდშაფტი. გავრცელებულია მურყანი, წიფელი, რცხილა, კოლხური სურო, წყავი, შქერი და რელიქტური ბალახოვანი მცენარეები. ცხოველებიდან — შველი, გარეული ღორი და სხვა.[4]

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალიასტომის ტურისტული მარშრუტი

2007 წლის 24 ოქტომბრიდან კოლხეთის ეკოსისტემა შეტანილი იყო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[5] 2021 წელს კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიასაც მოიცავს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა.[6]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კოლხეთის ეროვნული პარკის ფართობი 671 ჰექტარით გაიზარდა // „ჩვენი სოფელი“, თბ., 2022, № 72, გვ. 3.
  2. 2.0 2.1 2.2 კოლხეთის ეროვნული პარკი. საქართველოს ეროვნული პარკები. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2023
  3. "ზუთხისებრთა ყველა სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშეა" - კოლხეთის ეროვნული პარკის ფართობი იზრდება“. Business-Partner.ge (ge). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 მამისაშვილი კ., კოლხეთის ნაკრძალი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 596.
  5. http://whc.unesco.org/en/tentativelists/5223/
  6. „Four natural and three cultural sites added to UNESCO’s World Heritage List“. UNESCO World Heritage Centre (ინგლისური). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)