ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი


Batsara National Reserve 1.jpg
მდებარეობა კახეთი, საქართველო
უახლოესი ქალაქი ახმეტა
ფართობი 3 ათ. ჰა
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალინაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ბაწარის ხეობაში. შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.[1] დაარსებულია 1935 წელს. ფართობი 3,0 ათ. ჰა-ზე მეტი. ნაკრძალში დაცულია რელიქტური ჯიშის - უთხოვრის ხელუხლებელი კორომები, რომლითაც დიდი სამეცნიერო ღირებულება აქვს. გარდა წმინდა კორომებისა, უთხოვარი შერეულია წიფლნარში. ტყეში შერეულია აგრეთვე ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი და სხვა: ნაკრძალში ტყე კარგადაა დაცული, რაც იმის შედეგიცაა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უთხოვარი წმინდა, ანგელოზის ხედ მიაჩნდა. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, კვერნა, წავი, დათვი, მაჩვი, არჩვი და სხვა, ფრინველებიდან - ორბი, არწივი, შაშვი, როჭო და სხვა.

ამჟამად ბაწარა-ბაბანაურის ტყეში არსებულ უთხოვარის კორომბს გერმანელი სპეციალისტები სწავლობენ. მათი დასკვნის შემდეგ, სავარაუდოდ, იუნესკო ბაწარა-ბაბანაურის ტყეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანს[2].

სექციების სია

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

ლიტერატურა [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]