ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი — სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში.

გუმისთის ნაკრძალის ფართობია 13 400 ჰა. იგი დაარსდა 1978 წელს. ის ძირითადად კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობზეა განლაგებული. ნაკრძალი სოხუმის რაიონში, მდინარე აღმოსავლეთ გუმისთის ხეობაში მდებარეობს. ნაკრძალის შექმნის მიზანია აფხაზეთში ხელუხლებელი ფოთლოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნების დაცვა.

გუმისთის მეზობელი ფსხუს ნაკრძალი, რომელიც 1978 წელს შეიქმნა, წარმოდგენილია 27 334 ჰექტარ ფართობზე. იგი ძირითადად კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობზეა განლაგებული. ნაკრძალი მოქცეულია მდინარე ფსხუს ქვაბულში, რომელიც ერთი მხრივ ბზიფის ქედით, მეორე მხრივ კი კავკასიონის მთავარი ქედითაა შემოსაზღვრული. ნაკრძალის შექმნის მიზანია აფხაზეთში ხელუხლებელი წიწვოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნების დაცვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]