საქართველოს დაცული ტერიტორიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს დაცული ტერიტორიების რუკა

საქართველოს დაცული ტერიტორიებისაქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა ჯერ კიდევ 1912 წელს. ამჟამად კი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 600 490,04 ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 8.62 %-ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75 % ტყით არის დაფარული. 2023 წლის მონაცემებით საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 24 აღკვეთილი, 40 ბუნების ძეგლი და 3 დაცული ლანდშაფტია.

სახელმწიფო ნაკრძალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი

სახელმწიფო ნაკრძალი არის დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. შეესაბამება IUCN I კატეგორიას. საქართველოში 2023 წლის მონაცემებით 14 სახელმწიფო ნაკრძალია:

  1. ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი
  2. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი
  3. ბიჭვინთა-მიუსერას სახელმწიფო ნაკრძალი
  4. ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი
  5. ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი
  6. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი
  7. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი
  8. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი
  9. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი
  10. ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი
  11. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი
  12. რიწის სახელმწიფო ნაკრძალი
  13. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი
  14. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი

ეროვნული პარკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული პარკი არის დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. შეესაბამება IUCN II კატეგორიას. 2023 წლის მონაცემებით საქართველოში 13 ეროვნული პარკია:

  1. ალგეთის ეროვნული პარკი
  2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
  3. ვაშლოვანის ეროვნული პარკი
  4. თბილისის ეროვნული პარკი
  5. თუშეთის ეროვნული პარკი
  6. კინტრიშის ერვონული პარკი
  7. კოლხეთის ეროვნული პარკი
  8. მტირალას ეროვნული პარკი
  9. ყაზბეგის ეროვნული პარკი
  10. ჯავახეთის ეროვნული პარკი[1]
  11. მაჭახელას ეროვნული პარკი[2]
  12. ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი
  13. ერუშეთის ეროვნული პარკი

ბუნების ძეგლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნების ძეგლი არის დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. შეესაბამება IUCN III კატეგორიას. 2014 წლის მონაცემებით საქართველოში 41 ბუნების ძეგლია:

  1. არწივის ხეობა
  2. თეთრი მღვიმე[3]
  3. იაზონის მღვიმე[3]
  4. ნაგარევის მღვიმე[3]
  5. ნავენახევის მღვიმე[3]
  6. ოკაცეს კანიონი[3]
  7. ბალდის კანიონი[3]
  8. ოკაცეს ჩანჩქერი[3]
  9. საკაჟიის მღვიმე[3]
  10. ტახტითეფას ტალახის ვულკანები
  11. ყუმისთავის მღვიმე[3]
  12. ცუცხვათის მღვიმოვანი[3]
  13. წყალწითელას ხეობა[3]
  14. ხომულის მღვიმე[3]
  15. ჯუმას ყურე
  16. გაბზარული ტბა[3]
  17. საწურბლიას მღვიმე[3]
  18. სოლკოტას მღვიმე[3]
  19. დიდღელის მღვიმე[3]
  20. მელოურის მღვიმე[3]
  21. ბღერის მღვიმე[3]
  22. ღლიანას მღვიმე[3]
  23. აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი
  24. თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი
  25. ონიორეს ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნები ძეგლები
  26. ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები
  27. მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლი
  28. ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი
  29. ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
  30. ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლი
  31. მდინარე აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
  32. მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლი
  33. გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი
  34. დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი
  35. სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი
  36. მუხურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
  37. ბოდორნის კლდის ბუნების ძეგლი
  38. სახიზარის კლდის ბუნების ძეგლი
  39. ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი
  40. ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი
  41. ბირთვისის ბუნების ძეგლი

აღკვეთილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღკვეთილი არის დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. შეესაბამება IUCN IV კატეგორიას. 2019 წლის მონაცემებით საქართველოში 20 აღკვეთილია:

  1. აჯამეთის აღკვეთილი
  2. გარდაბნის აღკვეთილი
  3. ილტოს აღკვეთილი
  4. ივრის აღკვეთილი
  5. კაცობურის აღკვეთილი
  6. ლაგოდეხის აღკვეთილი
  7. ნეძვის აღკვეთილი
  8. ქობულეთის აღკვეთილი
  9. ყორუღის აღკვეთილი
  10. ჭაჭუნის აღკვეთილი
  11. ხანჩალის ტბის აღკვეთილი [4][5]
  12. ბუღდაშენის ტბის აღკვეთილი [4][5]
  13. კარწახის ჭაობის აღკვეთილი [4][5]
  14. სულდის ჭაობის აღკვეთილი [4][5]
  15. მადათაფის ტბის აღკვეთილი[4][5]
  16. ასას აღკვეთილი
  17. თეთრობის აღკვეთილი
  18. ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი
  19. სათაფლიას აღკვეთილი
  20. პონტოს მუხის აღკვეთილი

დაცული ლანდშაფტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაცული ლანდშაფტი არის დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. შეესაბამება IUCN V კატეგორიას. 2014 წლის მონაცემებით საქართველოში 2 დაცული ლანდშაფტია:

  1. თუშეთის დაცული ლანდშაფტი
  2. კინტრიშის დაცული ლანდშაფტი

იგეგმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]