პონტოს მუხის აღკვეთილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პონტოს მუხის აღვეთილი
IUCN კატეგორია IV (აღკვეთილი)
მდებარეობა გურიის მხარე, საქართველო
უახლოესი ქალაქი ჩოხატაური
ფართობი 443 ჰა
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

პონტოს მუხის აღკვეთილიაღკვეთილი გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. დაარსდა 2019 წელს. მისი ფართობია 443 ჰექტარი.

იგი არის ერთადერთი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც პონტოური მუხის (ლათ. Quercus pontica; K.Koch) კორომები შედარებით დიდ ფართობზეა გავრცელებული.

აღკვეთილის შექმნის მიზანია გადაშენების საფრთხის წინაშე არსებული, საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, უნიკალური ტყისა და მისი ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]