კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

კოლხეთის ეროვნული პარკი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები ix, x
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 41°42′08″ ჩ. გ. 41°57′04″ ა. გ. / 41.70222° ჩ. გ. 41.95111° ა. გ. / 41.70222; 41.95111
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2021  (44-ე სესია)
ნომერი 1616
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1616
ინგლ.რუს.ფრ.

კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობებიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში. შედგება ორი ეროვნული პარკისა და ორი დაცული ტერიტორიის სულ შვიდი კომპონენტისაგან. კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები გადაჭიმულია შავი ზღვის ზომიერად თბილი და ნოტიო აღმოსავლეთ სანაპიროს 80 კილომეტრის მანძილზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის 24 ოქტომბრიდან კოლხეთის ეკოსისტემა შეტანილი იყო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში, ხოლო 2021 წლის 26 ივლისს გახდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობების სახელით.[1]

ძირითადი მიზეზი, რის გამოც კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გახდა არის ის, რომ კოლხეთის დაბლობი ლეფუგიუმია, ანუ ტერიტორია, სადაც რომელიღაც უძველესი სახეობა არახელსაყრელ გეოლოგიურ პერიოდში გადარჩა და დღესაც შემორჩენილია. კოლხეთის დაბლობზე ის მცენარეებია გადარჩენილი, რომლებიც ჯერ კიდევ გამყინვარების პერიოდამდე არსებობდა.[2]

კოლხეთის ტროპიკულ ტყეებსა და ჭაობებში ცხოვრობს გადაშენების პირას მდგარი მცენარეების 44 სახეობა და ცხოველების 19 სახეობა, მათ შორის აღსანიშნავია კოლხური ზუთხი. ადგილი წარმოადგენს გლობალურად გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ფრინველების უმნიშვნელოვანეს ადგილს, რომლებიც მიგრირებენ ბათუმის ვიწრო ბილიკებზე.[3]

კომპონენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობების შემადგენლობაში შედის საქართველოს 4 დაცული ტერიტორიის (მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები) შვიდი კომპონენტი (კინტრიში-მტირალა, ისპანი, გრიგოლეთი, იმნათი, ფიჩორი, ნაბადა, ჭურია). ქვემოთ წარმოდგენილია კომპონენტების ცხრილი, კომპონენტები დალაგებულია სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით.

ID[4] კომპონენტი დაცული ტერიტორია რეგიონი ფოტო კოორდინატები ფართობი
(ჰა)
ბუფერული ზონა
(ჰა)
1616-001 კინტრიში-მტირალა მტირალას ეროვნული პარკი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 41°42′08″ ჩ. გ. 41°57′04″ ა. გ. / 41.70222° ჩ. გ. 41.95111° ა. გ. / 41.70222; 41.95111 20 150 9 140
1616-002 ისპანი ქობულეთის დაცული ტერიტორიები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 41°51′43″ ჩ. გ. 41°48′05″ ა. გ. / 41.86194° ჩ. გ. 41.80139° ა. გ. / 41.86194; 41.80139 248 531
1616-003 გრიგოლეთი კოლხეთის ეროვნული პარკი გურიის მხარე 42°03′11″ ჩ. გ. 41°44′20″ ა. გ. / 42.05306° ჩ. გ. 41.73889° ა. გ. / 42.05306; 41.73889 125 328
1616-004 იმნათი კოლხეთის ეროვნული პარკი გურიის მხარე 42°20′15″ ჩ. გ. 41°36′41″ ა. გ. / 42.33750° ჩ. გ. 41.61139° ა. გ. / 42.33750; 41.61139 3,418 13,386
1616-005 ფიჩორი კოლხეთის ეროვნული პარკი გურიის მხარე 42°10′52″ ჩ. გ. 41°48′36″ ა. გ. / 42.18111° ჩ. გ. 41.81000° ა. გ. / 42.18111; 41.81000 2 393
1616-006 ნაბადა კოლხეთის ეროვნული პარკი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე 42°14′27″ ჩ. გ. 41°39′57″ ა. გ. / 42.24083° ჩ. გ. 41.66583° ა. გ. / 42.24083; 41.66583 2 976 2 586
1616-007 ჭურია კოლხეთის ეროვნული პარკი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე 42°17′58″ ჩ. გ. 41°39′44″ ა. გ. / 42.29944° ჩ. გ. 41.66222° ა. გ. / 42.29944; 41.66222 1 943 879

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]