ტარანტოს ყურე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტარანტოს ყურის მდებარეობა

ტარანტოს ყურე (იტალ. Golfo di Taranto) — ყურე იონიის ზღვაში, იტალიის სამხრეთ სანაპიროზე.

ყურეს თითქმის კვადრატის ფორმა აქვს. სიგანე 140 კმ-ია და შემოისაზღვრება სანტა-მარია-დი-ლეუჩასა (აღმოსავლეთი, აპულია) და კოლონის (დასავლეთი, კალაბრია) კონცხებით. გარს არტყავს იტალიის რეგიონები — აპულია, ბაზილიკატა და კალაბრია. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩამავალი მდინარეებია ბაზენტო, სინი და აგრი.

ყურის სანაპიროებზე განლაგებული ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქებია ტარანტო და კალიპოლი. წარსულში, აქ მდებარეობდა ბერძნული კოლონიები: კროტონი, ჰერაკლეა, თჰური და სიბარისი.

იტალია მოითხოვს ყურის წყლების მის ეროვნულ წყლებად გაფორმებას და მასში საერთაშორისო გადაზიდვების ჩაკეტვას, ისევე როგორც ლიბია სიდრის ყურის შემთვევაში, მაგრამ ამ მოთხოვნას არ აღიარებენ ზოგიერთი სახელმწიფოები, მათ შორისაა აშშ და გაერთიანებული სამეფო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: