ლინგამი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
X საუკუნის ოთხთავიანი ლინგამი, ნეპალიდან

ლინგამი, ლინგა, შივლინგა (სანსკ. लिङ्गम liṅgam „ნიშანი“) — ინდუისტური ფალოსის კულტის სიმბოლო, ღვთაება შივას სასქესო ორგანო.

როგორც რიტუალური ღვთისმსახურების აუცილებელ ატრიბუტს, ძირითადად ქვაში გამოსახულ ლინგამს მეტწილად შივას და მის ოჯახის წევრებს მიძღვნილ ტაძრებში სცემენ თაყვანს — სწირავენ მას რძეს და ყვავილებს.