პარამაჰამსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პარამაჰამსა (სანსკ. परमहंस paramahaṃsa „უმაღლესი გედი“) — ცნება ინდუიზმში, უმაღლესი რანგის ბერის ტიტული.

გედს ინდურ მითოლოგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მარცვალი हं (ham) სანსკრიტზე ნიშნავს ”ცრუს, მოჩვენებითს”, ხოლო स (sa) — "ნაღდს, ჭეშმარიტს". გედს ერთიმეორეში შერეული წყლისა და რძის განცალკევების უნარი მიეწერება. პარამაჰამსა ისეთი წმინდანის მეტაფორული ტიტულია, რომელმაც ღვთაებრივი ბრაჰმანი შეიცნო და იგი ამქვეყნიური ცრუ ბუნებისგან — მაიასგან განასხვავა.