ჯაგანნათა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯაგანნათას ტაძარი, პური

ჯაგანნათა (სანსკრ. जगन्नाथ jagannātha „მსოფლიოს განმგებელი“) — ინდუისტური ღვთაება კრიშნას დაუმთავრებელი გამოსახულება ქ. პურის (ორისა, ინდოეთი) ჯაგანნათას ტაძარში.

გადმოცემით ჯაგანნათა კრიშნას ძვლებზე აგებული უზარმაზარი ქანდაკება უნდა ყოფილიყო, მაგრამ მის დამთავრებას ადგილობრივი ხელისუფლის მოუთმენლობამ ხელი შეუშალა.

ჯაგანნათა კრიშნას მიმდევრებისთვის, როგორც რელიკვია, დიდ როლს თამაშობს. წელიწადში ერთხელ პურიში მას ეტლზე ათავსებენ, რომელსაც მორწმუნეთა ხალხმრავალი პროცესია თოკებით ექაჩება. ამ რიტუალის დროს ყველაზე ფანატიკური მიმდევრები ეტლს ბორბლებქვეშ უვარდებიან, ვინაიდან ამგვარად გარდაცვლილთა სულები მაშინვე „მსოფლიოს განმგებლის“ ადგილსამყოფს აღწევენ.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: