რამა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რამა

რამა (სანსკრ. राम rāma „შავი“, „მუქი“ ან „მომხიბლელი“) — ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მეშვიდე ავატარა (განასახიერება).

ინდური ეპოსი რამაიანა მოგვითხრობს რამას ცხოვრებისა და მის საგმირო საქმეთა შესახებ: მშობლების მიერ მის დიდად ნანატრ დაბადებას (როგორც ვიშნუს ავატარა), დიად მასწავლებლებთან სწავლასა და საომარ საქმეებში დახელოვნებას, მის პაექრობას პრინცესა სიტას ცოლად მოგებისთვის, შემდგომ მის გაძევებას სასახლიდან და ტყეში ასკეტურ ცხოვრებას მხოლოდ მეუღლის და ძმის საზოგადოებაში.

შრი-ლანკას ბოროტი მბრძანებელი რავანა იტაცებს სიტას, და რამა ძმასთან და მაიმუნთა მეფე ჰანუმანთან ერთად დიდი ბრძოლის შედეგად იბრუნებს მეუღლეს, გამარჯვებული ბრუნდება სასახლეში და მისთვის განკუთვნილ სამეფო ტახტს იკავებს.

რამას საგმირო საქმეები და სიტას მეუღლეუბრივი ერთგულება დღემდე ინდოელი ხალხისთვის საყოველთაოდ სამაგალითო და მისაბაძია.


HinduSwastika.svg

სტატიები თემაზე
ინდუიზმი

HinduSwastika.svg

წმინდა წერილები მთავარი ღვთაებები ცნებები

ათარვავედა | აიურვედა | არანიაკა | ართაშასტრა | ბრაჰმასუტრა | ბჰაგავატაპურანა | ბჰაგავადგიტა | დევიბჰაგავატა  | ვედა  | ვედანგა | იაჯურვედა | კამასუტრა | მანუსმრიტი | მაჰაბჰარატა | რამაიანა | რიგვედა | სამავედა | სამჰიტა | უპანიშადა | პურანა | სმრიტი | შრუტი |

ბრაჰმა | განეშა | დურგა | ვიშნუ | ინდრა | კალი | კრიშნა | ლაკშმი | მურუგანი | პარვატი | რამა | სარასვატი | სურია | შივა | ჯაგანნათა | ჰანუმანი |

ართა | აუმ | აჰიმსა | აშრამა | ატმანი | ავატარა | ბჰაჯანა | ბჰაკტი | ბრაჰმანი | გაიატრი | გუნა | გურუ | დჰარმა | ვარნა | იანტრა | იუგა | კამა | კარმა | კირტანა | ლინგამი | მალა | მანტრა | მაია | მოკშა | მუდრა | პრასადამი  | პარამაჰამსა | პრაკრიტი | პურუშა | რაჯასი | სადჰუ | სამადჰი | სამსარა | სამსკარა | სატვა | სატსანგა | სატი | სვამი | სვასტიკა | ტამასი | ტრიმურტი | ტულსი | შაკტი | წმინდა ძროხა |

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რამა&oldid=2427894“-დან