შივა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შივა

შივა (სანსკ. शिव śiva „კეთილი“) — ინდუისტური სამების (ტრიმურტი) გამანადგურებელი ღვთაება შემოქმედი ბრაჰმას და მფარველი ვიშნუს გვერდით.

თუ ბრაჰმას ფუქნცია უხსოვარ დროში მსოფლიოს შექმნა იყო, ხოლო ვიშნუს მისია ყოველ საუკუნეში იმაში მდგომარეობს, რომ მან თავის მრავალრიცხოვან ატარებად მანიფესტირებულმა ღვთაებრივი კანონი (დჰარმა) აღადგინოს, შივას ბედისწერამ ამდაგვარი ერთმნიშვნელოვანი როლი არ დააკისრა. იგი ინდუიზმის ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი მოვლენაა.

შივა არა მხოლოდ სიცოცხლის და სიკეთის წყაროა, ჰიმალაების მთებში მედიტაციაში მჯდომი ასკეტური იოგი, იგი კოსმოსური ცეკვის დიადი მეფეცაა (ნატარაჯა). მთელი მსოფლიო მისი ექსტაზის ცეცხლში ნადგურდება და ხელახლა შივას მიერვე ნაყოფიერდება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შივა&oldid=2599802“-დან