ბრაჰმანი (ვარნა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბრაჰმანები)
ტერმინს „ბრაჰმანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბრაჰმანი.

ბრაჰმანი (სანსკ. ब्रह्मन् brahman „ზრდა და ფიქრი“) — ინდუიზმის ყველაზე მაღალი წოდების - ვარნის წარმომადგენელი, ქურუმი, ინტელექტუალი.

ბრაჰმანის უმთავრესი მოვალეობაა, შეისწავლოს ვედები და ბრაჰმანის ჭეშმარიტებას დაეუფლოს, ამიტომ სიტყვა ბრაჰმანი „სწავლულის“ მნიშვნელობითაც იხმარება.

თანამედროვე ინდოეთში ბრაჰმანები თითქმის ყველა პროფესიას მიჰყვებიან, მაგრამ მათი უმეტესობა მასწავლებელი, მუსიკოსი და სხვა დაწინაურებული პიროვნებაა.