მურუგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მურუგანის 42.7 მეტრიანი ოქროს ძეგლი
ბატუ, მალაზია

მურუგანი სკანდა, კარტიკეია (ტამილი: மு௫கன்) — ინდუისტური ღვთაება შივას და მისი მეუღლე დურგას შვილი, ომის ღმერთი.

არსებობს მის დაბადებასთან დაკავშირებული რამდენიმე ერთმანეთის გამომრიცხველი ლეგენდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ღვთაებაში არიული სკანდა, იგივე კარტიკეია და დრავიდული მურუგანი ერთ პიროვნებაში გაერთიანდა.

პარადოქსულია, რომ ომის ღვთაების კულტი სამხრეთ ინდოეთის მშვიდობამოყვარე ხალხებში ძლიერ არის გავრცელებული (მსოფლიოს ამ რეგიონში ისტორიას დიდი ომები არ ახსოვს).