ვარციხე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
ვარციხე


ქვეყანა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბაღდათის მუნიციპალიტეტი
პირველი ხსენება VI საუკუნე
ადრეული სახელები როდოპოლისი, ვარდციხე
ზღვის დონიდან 80
მოსახლეობა 1982 [1] კაცი (2002)
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები,
სარწმუნოებრივი
შემადგენლობა
მართლმადიდებლები,

ვარციხე (ისტორიული ვარდციხე) — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში.[2] მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლისა და რიონის შესაყართან. ზღვის დონიდან 80 მეტრი, ბაღდათიდან 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1942 ადამიანი. სოფელში მოქმედებს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : როდოპოლისი.

ახლანდელი სოფლის ადგილზე ადრინდელ შუა საუკუნეებში მდებარეობდა ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში როდოპოლისი, ქართულ წყაროებში ვარციხე, ვარდციხე). პირველად მოიხსენიება VI საუკუნის ბიზანტიურ წყაროებში. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვარციხეს დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა. VI საუკუნის შუა წლებში ეგრისის დიდი ომის დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. პირველად ირანელების თავდასხმის წინ ქალაქის კედელი მოარღვიეს, რათა მტერს შემდგომში ახალ დაპყრობათა პლაცდარმად არ ექცია. IX-XI სს-ში ქალაქმა აღმავლობა განიცადა. გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო.

[რედაქტირება] ეკონომიკა

სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მასივი, ვარციხის მასივი, რომლის ფართობია 1106 ჰა. მდინარე რიონზე სოფლის მახლობლად აგებულია ვარციხეჰესი. სოფელში არსებული კიდევ ერთი საინჟინრო ნაგებობაა აჯამეთის არხი, რომლის მეორე ბოლო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარაშია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

[რედაქტირება] სქოლიო

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები