წყალწითელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წყალწითელა (მრავალმნიშვნელოვანი).
წყალწითელა

წყალწითელას კანიონი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები იმერეთის მხარე
სათავე რაჭის ქედი
42°23′19″ ჩ. გ. 42°56′53″ ა. გ. / 42.388611° ჩ. გ. 42.948167° ა. გ. / 42.388611; 42.948167
სათავის მდებარეობა ნაქერალას მთა
სათავის სიმაღლე 1080 მ
შესართავი ყვირილა
42°10′47″ ჩ. გ. 42°44′41″ ა. გ. / 42.179972° ჩ. გ. 42.744861° ა. გ. / 42.179972; 42.744861
სიგრძე 49 კმ
აუზის ფართობი 221 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 7,56 მ³/წმ
წყალწითელა — საქართველო
წყალწითელა
წყალწითელა
წყალწითელა — იმერეთის მხარე
წყალწითელა
წყალწითელა
— სათავე, — შესართავი
წყალწითელა ვიკისაწყობში

წყალწითელამდინარე დასავლეთ საქართველოში, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს რაჭის ქედზე მდებარე მთა ნაქერალას კალთებზე, ზღვის დონიდან 1080 მ სიმაღლეზე. ერთვის მარჯვნიდან მდინარე ყვირილას. სიგრძე 49 კმ, აუზის ფართობი 221 კმ². მთავარი შენაკადია მდინარე ჭალა. საზრდოობს უმთავრესად წვიმის წყლით. დამახასიათებელია წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში. საშუალო წლიური ხარჯი რიონთან 7,56 მ³/წმ. ქვემო დინებაში ესაზღვრება ქალაქ ქუთაისს აღმოსავლეთიდან.

ციტატა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„ხოლო ყვირილას, რიონის შესართავს ზეით, მოერთვის წყალწიტელა ჩრდილოდამ, რომელმან მოიგო სახელი წითლის მიწისაგან, რამეთუ მას ზედა დინებითა წითლდების. ეს გამოსდის გაჭრილის მთას და მოდის ჩრდილოდამ სამხრით“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 151 — თბილისი, 1941