იმერეთის დაბლობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იმერეთის დაბლობიკოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთი ნაწილი, მდინარე ცხენისწყლის 65 კმ, მაქსიმალური სიგანე 35 კმ. ზღვის დონიდან 15-150 მ. ოდნავ დახრილი აკუმულაციური ვაკეა. აგებული მეოთხეული ალუვიური ნაფენებით. იმერეთის დაბლობზე ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის რბილი, თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 11,5-14,6 °C-ია, აბსოლუტური მინიმალური — 17-20 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 38-42 °C. ნალექები 1300-1800 მმ წელიწადში. დაბლობის ძირითად ნაწილში ნოტიო სუბტროპიკული ვაკე-დაბლობის ლანდშაფტია კოლხური მცენარეულობით და ალუვიური და ეწერი ნიადაგებით. მცირე ფართობი უჭირავს მუხნარიან და ეწერ ნიადაგებიან ვაკე-დაბლობს, აგრეთვე ჭალებს, სადაც კოლხური მდელო-ტყის მცენარეულობა და ალუვიური ნიადაგებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]