ღვანკითის დედაღვთისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღვანკითის დედაღვთისა
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ღვანკითი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი მამათა მონასტერი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
ხუროთმოძღვრული სტილი ერთნავიანი ბაზილიკა
თარიღდება XII საუკუნე

ღვანკითის დედაღვთისა – ეკლესია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში, სოფლის დასავლეთით, მდ. ჩოლაბურის მარჯვენა ნაპირზე. აგებულია XII საუკუნეში.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედაღვთისას ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა (დაახლოებით 9X6 მ), ნაშენია თლილი ქვისა და კირისაგან. 1924-1925 წლებში მისთვის შემოუცლიათ პერანგი, წაუღიათ და მდ.ჩოლაბურის ნაპირის გასამაგრებლად გამოუყენებიათ.

2006-2008 წლებში ტაძარს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. აღდგენისას ტაძრის არქიტექტონიკისა და სიძველის კვალის შენარჩუნებსი მიზნით, მაქსიმალურად იქნა გამოყენებული მშენებლობაში არსებული კონსტრუქციები. ამავე მიზეზით ტაძარს შიგნიდან არ ჩაუტარდა მოპირკეთებითი სამუშაობები, გაუკეთდა ქვის კანკელი და ქვის იატაკი, დაიხურა კრამიტით. დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

ლეგენდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მის შესახებ საინტერესო ლეგენდა არსებობს: ერთხელ მდ. ჩოლაბური ისე ადიდებულა, რომ თამარ მეფე ღვანკითის მხარეს ვეღარ გასულა. სოფლის მცხოვრებლებს სასწრაფოდ აუგიათ ეკლესია და წყლის დაკლებამდე მეფისათვის ლოცვას შედგომიან, არგვეთის მხარეს კი, ეკლესიაში, თვითონ თამარ მეფე ლოცულობდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16998