გოგნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
გოგნი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თემი გოგნი
კოორდინატები 42°16′50″ ჩ. გ. 42°58′58″ ა. გ. / 42.28056° ჩ. გ. 42.98278° ა. გ. / 42.28056; 42.98278
პირველი ხსენება 1188
ცენტრის სიმაღლე 500
მოსახლეობა 448[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გოგნი — საქართველო
გოგნი
გოგნი — იმერეთის მხარე
გოგნი

გოგნისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს იმერეთ-არგვეთის სერზე, მდინარე ქვერუნის (ძევრულის მარცხენა შენაკადი) ზემოთში. ზღვის დონიდან 500 მეტრი, თერჯოლიდან 12 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 448 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[2] 842
1911[3] 997
2002[4] 527 260 267
2014[1] 448 228 220

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამარ მეფის 1188 წლით დათარიღებულ სიგელში მოხსენიებულია გოგნის ციხისთავი. 1778 წელს მეფე სოლომონ I-ის მეუღლემ მარიამ დედოფალმა გოგნში ააგო ღვთისმშობლის მიძინების ქვითკირის ეკლესია და დააფუძნა მონასტერი გოგნის უდაბნო. სოფლის ჩრდილოეთით 3 კილომეტრში შემორჩენილია ბერციხის ნანგრევები. სოფლის დასავლეთით, მაღალ გორაზე დგას გვიანდელი შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ქვითკირით ნაშენი ერთნავიანი ეკლესია, რომელსაც ლეგენდის გამო დღემდე „კარუგდებლად“ მოიხსენიებენ. მას გარს აკრავს ურთხელის ტყე და გამოქვაბულები. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, ინტერიერში ქვაზე გამოქანდაკებულია მაცხოვრის ამაღლების სცენა (დაზიანებულია). მის მიმდებარედ შენდება ახალი მონასტერი, რომელიც ასევე წმინდა გიორგის სახელობისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 226.
  3. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 143.
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II