ტარიქ იბნ ზიადი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტარიქ იბნ ზიადი, 711 წ.

ტარიქ იბნ ზიადი (ასევე ტარიქ ბინ ზეიადი; არაბ.: طارق بن زياد, გ. 720) — ცნობილი ესპანეთის ისტორიაში და ლეგენდებში, როგორც ტარიქ ელ ტუერტო (ტარიქი ცალთვალა), ბერბერი მუსლიმი და უმაიადი მხედართმთავარი, რომელიც ხელმძღვანელობდა ვესტგოთების ესპანეთის დაპყრობას 711 წელს. ის ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამხედრო სტრატეგად იბერიის ისტორიაში. თავდაპირველად მუსა იბნ ნუსაირის ქვეშევრდომი (მოადგილე) იყო ჩრდილო აფრიკაში, რის შემდეგაც გაგზანილ იქნა იბერიის ნახევარკუნძულის დასალაშქრად. ზოგიერთი ცნობით ის მოწვეული იყო ვისიგოთების მეფეების მემკვიდრე ვიტიცას მიერ ვისიგოთების სამოქალაქო ომში დასახმარებლად.

711 წლის 29 აპრილს ტარიქის არმია გადმოსხდა გიბრალტარზე (ეს სახელწოდება არაბულად ჯაბალ ტარიქის წარმოებულია და ტარიქის მთას ნიშნავს, ან უფრო ზუსტად ღიბრ ტარიქს - ტარიქის კლდეს). ნაპირზე გადმოსხდომისას გადმოცემით ტარიქს ხომალდების დაწვა უბრძანებია და შემდეგი, მუსლიმანური სამყაროსთვის კარგად ცნობილი, სიტყვით გამოსულა ჯარისკაცების წინაშე:

أيّها الناس، أين المفر؟ البحر من ورائكم، والعدوّ أمامكم، وليس لكم والله إلا الصدق والصبر...

თარგმანი: ო ხალხო! გასაქცევი არსად არის! თქვენს უკან ზღვაა, ხოლო წინ კი - მტერი: არაფერი დაგრჩენიათ, ღვთით, გარდა გულადობისა და მოთმინებისა.

მურების არმია მთელ ჰისპანიას მოედო და 711 წლის ზაფხულში მტკიცე გამარჯვება მოიპოვა ვისიგოთების მეფე როდერიკზე, რომელიც 19 ივლისს გუადალეტეს ბრძოლაში მოკლეს კიდეც. მას შემდეგ ტარიქი ჰისპანიის მმართველად დანიშნეს, თუმცა მოგვიანებით გაწვეულ იქნა უკან დამასკოში უმაიადთა ხალიფა ვალიდ I-ის მიერ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Roger Collins: The Arab Conquest of Spain, 710-797 (Oxford and Cambridge Mass.: Blackwell, 1989). Revised reprint (in paperback) published in 1994, reprinted 1995, 1998.
  • Pascual de Gayangos y Arce, The History of the Mohammedan Dynasties in Spain. vol. 1. 1840. English translation of al-Maqqari.
  • Ahmad ibn Yahya al-Baladhuri, Kitab Futuh al-Buldan, English translation by Phillip Hitti in The Origins of the Islamic State (1916, 1924).
  • Anon., Akhbār majmūa fī fath al-andalūs wa dhikr ūmarā'ihā. Arabic text edited with Spanish translation: E. Lafuente y Alcantara, Ajbar Machmua, Coleccion de Obras Arabigas de Historia y Geografia, vol. 1, Madrid, 1867.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]