ასტროფიზიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასტროფიზიკა არის ფიზიკის მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც შეისწავლის სამყაროში მიმდინარე ფიზიკური მოვლენების მთელ სპექტრს. კვლევის ობიექტების შესაბამისად გამოყოფენ ასტროფიზიკის შემდეგ დარგებს:

  • მზის ფიზიკა
  • პლანეტების ფიზიკა
  • ვარსკვლავთშორისი სივრცის ფიზიკა
  • ვარსკვლავების ფიზიკა
  • კოსმოლოგია
  • სხვა

ასტროფიზიკა სათავეს იღებს მე-19 საუკუნეში სპექტროსკოპის გამოგონებიდან, რამაც ასტრონომებს ვარსკვლავთა მიერ გამოსხივებული სინათლის მიხედვით მათი სტრუქტურის ანალიზის საშუალება მისცა. ასტროფიზიკოსები სამყაროს განიხილავენ როგორც უზარმაზარ ლაბორატორიას, სადაც შეიძლება მატერიის შესწავლა სხვადასხვა ტემპერატურის, წნევისა და სიმკვრივის შემთხვევაში, რისი გაკეთებაც დედამიწის პირობებში შეუძლებელია.