მოლეკულური ფიზიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოლეკულის ნაერთი

მოლეკულური ფიზიკაფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სხეულთა ფიზიკურ თვისებებს სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში მათი მიკროსკოპული აღნაგობის განხილვის საფუძველზე. მოლეკულური ფიზიკის ამოცანების გადაწყვეტა ხდება სტატისტიკური ფიზიკის, თერმოდინამიკის და ფიზიკური კინეტიკის მეთოდებით. ძველი დროის ფილოსოფოსთა ნივთიერების აღნაგობის შესახებ ატომისტიკური წარმოდგენები წარმატებით გამოიყენეს XIX საუკუნის დასაწყისში ქიმიაში, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მოლეკულური ფიზიკის განვითარებაზე. მოლეკულური ფიზიკის პირველი ჩამოყალიბებული დარგი იყო აირთა კინეტიკური თეორია, შემდეგ ჯეიმზ კლარკ მაქსველის, ლუდვიგ ბოლცმანის და უილიარდ ჯოიშა გიბზის შრომების შედეგად შეიქმნა სტატისტიკური ფიზიკა.

მოლეკულათშორისი ურთიერთქმედების შესახებ რაოდენობრივმა წარმოდგენებმა განვითარება დაიწყეს კაპილარული მოვლენების თეორიაში პიერ სიმონ ლაპლასის, ტ. ლუნგის, ს. პუასინის და უილიარდ ჯოიშა გიბზის და სხვა, შრომებმა საფუძველი ჩაუყარეს ზედაპირულ მოვლენათა თეორიას. მოლეკულათშორისი ურთიერთქმედებები გაითვალისწინა ვან-დერ-ვაალსმა რეალური აირებისა და სითხეების თვისებათა ახსნისას (1873).

მოლეკულური ფიზიკის განვითარების ახალი პერიოდი, XX საუკუნის დასაწყისი, ხასიათდება იმის მტკიცებით, რომ სხეულები მოლეკულური აღნაგობისაა. ამ მიზნისათვის რენტგენის სხივების, შემდეგ კი ელექტრონებისა და ნეიტრონების დიფრაქციის გამოყენებამ მყარ კრისტალურ სხეულთა და სითხეთა აგებულების შესახებ ზუსტ მონაცემთა მიღების საშუალება მოგვცა. კვანტური მექანიკის წარმოდგენების საფუძველზე მოლეკულათშორისი ურთიერთქმედებების შესახებ მოძღვრება განვითარდა მაქს ბორნის (1937-1939), პ. დებაის, ფ. ლონდონისა და ვალტერ ჰაიტლერის შრომებში. ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის თეორია, რომელიც ვან-დერ-ვაალსმა და უილიამ ტომსონმა შეიმუშავეს და რომელიც განვითარდა უილიარდ ჯოიშა გიბზის, ლევ ლანდაუს, მაქს ფოლმერისა და მათი მიმდევრების შრომებში, გარდაიქმნა ახალ ფაზათა წარმოქმნის თანამედროვე თეორიად.

მოლეკულური ფიზიკა შეისწავლის აირების, სითხეებისა და მყარი სხეულების აღნაგობას, გარე პირობების გავლენით მათი თვისებების ცვლილებას და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]