დინამიკა (მექანიკა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დინამიკა.

დინამიკა (ბერძნ. dynamis - ძალა), მექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის მატერიალურ სხეულთა მოძრაობას მათზე მოდებული ძალების ზეგავლენით.

ორი სხეულის ერთმანეთთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი აჩქარება[რედაქტირება]

ცდებმა დაამტკიცა რომ ორი მასის (m1,m2)ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი მათივე აჩქარება (a1,a2)მათივე მასების უკუ პროპირციულია.  m 1 /\vec a2 = m2/\vec a1 აქედან დადგინდა რომ  m 1 \vec a1 = m2\vec a2 .

ხოლო ნიუტონმა ma ნამრავლი ერთი ახალი სიდიდით F გამოსახა, რომელსაც ძალა უწოდა. განზომილების ერთეული კი ნიუტონი დაერქვა. ასე გაჩნდა ნიუტონის მეორე კანონი.

გრავიტაციის შედეგად წარმოქმნილი აჩქარება[რედაქტირება]

ცნობილი მიზიდულობის კანონი რომელიც ნიუტონმა 1667 წელს მოსაზრების სახით გამოთქვა გულისხმობდა რომ ნებისმიერ ორ სხეულს შორის მოქმედებს ურთიერთმიზიდვის ძალები. აქედან დადგინდა რომ მსოფლიო მიზიდულობის ძალა იმ სხეულის მასის პროპორციულია რომელზეც ის მოქმედებს. ანუ ნებისმიერ მასაზე მოქმედებს რაღაც პირობითად მუდმივი ძალა, რომელიც შეიცვლება მხოლოდ დედამიწის ნულოვანი ზედაპირიდან აცილების შემთხვევაში. ასე მაგალითად ნებისმიერ ერთ სხეულზე სულ სხვა წონა აქვს დედამიწის ზედაპირზე და სულ სხვა წონა 100 კმ-ით ზევით. გრავიტაციული აჩქარების გამოსათვლელი ფორმულაა:

\overrightarrow g =\overrightarrow G \frac{M}{({R}+{h})^2}

სადაც:

  • G - გრავიტაციული მუდმივაა და ტოლია 6,67*10-11 ნ*მ2/კგ2.
  • M - საანგარიშო პლანეტის მასა.
  • R - საანგარიშო პლანეტის რადიუსი.
  • h - სიმაღლე რომლისთვისაც იზომება მიმდინარე აჩქარება.

დრეკადობის ძალით წარმოქმნილი აჩქარება[რედაქტირება]

დრეკადობის ძალა არის ის ძალა, რომელიც აღიძვრება სხეულის დეფორმაციისას და მიმართულია სხეულის შემადგენელი ატომების გადაადგილების საპირისპიროდ.

  • აბსოლუტურად დრეკადი სხეული - სხეული, რომელიც დეფორმაციის შემდეგ სრულად იბრუნებს ძველ მდგომარეობას.
  • პლასტიკური სხეული - სხეული, რომელიც დეფორმაციის შედეგად ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ იბრუნებს ძველ მდგომარეობას.
  • მყიფე სხეული - სხეული, რომელიც დეფორმაციის შედეგად იმსხვრევა.