სტივენ ჰოუკინგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტივენ ჰოუკინგი

სტივენ ჰოუკინგი
სტივენ უილიამ ჰოუკინგი
დაბადების თარიღი 8 იანვარი, 1942 (1942-01-08) (72 წლის)
დაბადების ადგილი ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი
სამეცნიერო სფერო ფიზიკა
მუშაობის ადგილი კემბრიჯის უნივერსიტეტი
კანადის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი
ალმა-მატერი ოქსფორდის უნივერსიტეტი
კემბრიჯის უნივერსიტეტი

სტივენ უილიამ ჰოუკინგი (ინგლ. Stephen William Hawking, დ. 8 იანვარი, 1942, ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი) — ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მოწინავე მეცნიერი ფიზიკო-თეორეტიკოსებს შორის. ძირითადად მოღვაწეობს კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სტივენ ჰოუკინგი დაიბადა 1942 წლის 8 იანვარს. 1962 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი, რის შემდეგ დაკავდა თეორიული ფიზიკის შესწავლით. ახალგაზრდა ფიზიკოსს მაშინვე განუვითარდა ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, რომელმაც საბოლოოდ ჰოუკინგი პარალიჩამდე მიიყვანა. 1965 წელს დაქორწინდა ჯეინ უაილდზე. წყვილს მოგვიანებით შეეძინა ერთი გოგო და ორი ბიჭი. 1974 წელს იგი ხდება ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი. 1985 წელს მან ყელზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც დაკარგა მეტყველების უნარი. მეგობრებმა ფიზიკოსს აჩუქეს მეტყველების სინთეზატორი. მას მცირეოდენი მოძრაობის უნარი გააჩნია, რის ხარჯზეც იგი მართავს კომპიუტერს. კომპიუტერის საშუალებით იგი მიმართავს საზოგადოებასაც. მოგვიანებით ჰოუკინგს მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა, საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს გაშორდა. 1995 წელს ჰოუკინგი ხელმეორედ დაქორწინდა, თუმცა 2006 წელს ერთმანეთს გაშორდნენ.[1]

მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ჰოუკინგი აქტიურ ცხოვრებას ეწევა. იგი მოღვაწეობს ასევე როგორც მეცნიერების პოპულარიზატორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]



Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: