სფერო (მათემატიკა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sphere.jpg

სფერომათემატიკაში არის სამგანზომილებიანი ევკლიდური სივრცის (R3–ის) წერტილთა სიმრავლე, რომლებიც თანაბარი r მანძილით არიან დაშორებული სივრცისის მოცემული წერტილიდან. r–ს ეწოდება სფეროს რადიუსი, მოცემულ წერტილილს სფეროს ცენტრი.

ანალიზურ გეომეტრიაში სფერო r რადიუსით და (x0, y0, z0) ცენტრით მოიცემა შემდეგი განტოლებით:

(x - x_0 )^2 + (y - y_0 )^2 + ( z -  z_0 )^2 =  r^2 \,.

ე.ი. სფერო არის R3–ის ყველა ისეთი (x, y, z) წერტილების სიმრავლე, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნულ განტოლებას.


შენიშვნა: სალაპარაკო ენაში სფერო შეიძლება აღნიშნავდეს ბირთვს. მათემატიკაში კი სფერო არის ბირთვის საზღვარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]