მეტროლოგია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მეტროლოგია, საზომთმცოდნეობა (ბერძნ. μέτρον (საზომი, ზომა) და λογος (სწავლება, მოძღვრება))- მეცნიერება საზომ ერთეულთა შესახებ. მეტროლოგია სწავლობს ზუსტ საზომებს, ადგენს გაზომვის მეთოდებსა და საშუალებებს, ზრუნავს გაზომვათა სიზუსტეზე, ქმნის ფიზიკურ ერთეულებსა და ერთეულთა სისტემებს. მეტროლოგია შედგება 3 ნაწილისგან:
- თეორიულისგან,
რომელიც სწავლობს ზოგად თეორიულ პრობლემებს (გაზომვათა თეორიის, ფიზიკური სიდიდეების, მათი ერთეულების და გაზომვის მეთოდების შემუშავება).
- გამოყენებითისგან,
სწავლობს თეორიული მეტროლოგიის მიღწევების პრაქტიკული განხორციელების პრობლემბს.
- საკანონმდებლოსგან,
აწესებს სავალდებულო ტექნიკურ და იურიდიულ მოთხოვნებს ფიზიკურ ერთეულთა გამოყენებაში, ასევე გაზომვის მეთოდებსა და საშუალებებში.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- მეტროლოგია, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
| ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
სტატიის