ალბანეთის ტურიზმი
ალბანეთის ტურიზმი ხახიათდება ბერძნული, რომაული და ოსმალური პერიოდის არქეოლოგიური მემკვიდრეობით, თვალწარმტაცი პლაჟებით, მთებით, საუცხოო ალბანური სამზარეულოთი, ცივი ომის პერიოდის არტეფაქტებით, უნიკალური ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია, ბოლო წლებში ტურიზმმა მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო. MSN ალბანეთს 2012 წლის მეოთხე ყველაზე ცხელ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევს.[1] ასევე, ბრიტანელი ტურისტების მიერ ალბანეთი ერთ-ერთ მოწინავე დესტინაციად იქნა ამორჩეული 2012 წელს.[2] 2011 წლის აგვისტოში, ქვეყანას ეწვია ალბანური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი ელაიზა დუშკუ, რომელმაც მამამისის ქვეყანაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.[3][4][5][6] მთავარი ტურუსტული სარეკლამო მომენტები ფილმიდან მსოფლიოს წამყვან ახალი ამბების არხებზე დატრიალდა.
ტურისტების ძირითად ნაწილს შეადგენენ ალბანელები თავად ალბანეთიდან, კოსოვოდან, მაკედონიიდან, მონტენეგროდან, საბერძნეთსა და იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები.[7][8] უცხოელი ტურისტები ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან მოდიან, განსაკუთრებით პოლონეთიდან და ჩეხეთიდან. თუმცა ტურისტები ასევე ჩამოდიან დასავლეთ ევროპიდან, მათ შორის შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სკანდინავიის ქვეყნებიდან და ა. შ.[9] ისინი გაჩერებას ძირითადად ტირანაში ამჯობენებენ ან კემპინგით მიდიან სოფლებსა და პლაჟებზე. ორგანიზებული ჯგუფები ძირითადად მრავალრიცხოვან არქეოლოგიურ ძეგლებსა და ქალაქებს სტუმრობენ. მნიშვნელოვნად იმატა კანიონებში მოგზაურობის, ველოსიპედით ხეტიალის და მთებზე ცოცვის ტენდენციამ. ბოლო დროს, ტურები შესაძლებელი გახდა ალბანეთის სარკინიგზო სისტემის საშუალებითაც. ასევე, მანქანის გამქირავებელმა სააგენტოებმა და ტურისტულმა საინფორმაციო ცენტრებმა ფილიალები გახსნეს ტირანის საერთაშორისო აეროპორტში, დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში. პოპულარული გახდა სამედიცინო ტურიზმი, რადგან ადგილობრივი მედიკოსები დასავლურ სტანდარტებს ბევრად დაბალ ფასად სთავაზობენ. ადგილობრივი საუცხოო სამზარეულოს დაგემოვნება შესაძლებელია ტრადიციულ ალბანურ რესტორნებში, რომელბიც პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობების გვერდითაა განთავსებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. ალბანეთს ზედმეტსახელად „ხმელთაშუა ზღვის ახალ სიყვარულს“ უწოდებენ.[10]
თუმცა, ტურიზმს ხელს უშლის ადგილობრივი მენეჯმენტის საკითხები, მათ შორის ცუდი გზები და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა, არალეგალური მშენებლობა და ნადირობა, გაურკვეველი მიწის საკუთრება და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის არაკვალიფიციურობა. მიუხედავად ასეთი ცუდი ვითარებისა, ბოლო წლებში სანაპირო და მთების გზების დიდი ნაწილი შერემონტდა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიითა და სასმელი წყლით მომარაგება. კერძო სექტორი და უცხოელი დონორები მასშტაბურ ინვესტიციებს ახორციელებენ მშენებლობის სექტორსა და ისტორიული ადგილების აღდგენით სამუშაოებში. ამავე დროს, ინვესტორთა გარკვეული ნაწილი ინვესტირებას ტურისტული კურორტების მშენებლობაში ახდენს.
სექციების სია |
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები [რედაქტირება]
ალბანეთში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სამი ძეგლი მდებარეობს:
- ბუტრინტი — ძველბერძნული და ძველრომაული ქალაქი.
- გიროკასტრა — კარგად შემონახული შუა საუკუნეების ოსმალური ქალაქი.
- ბერატი — „ათას ერთი ფანჯრის ქალაქი“.
გალერეა [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
დამატებითი საკითხავი [რედაქტირება]
- Inter Press Service. Unknown Albania - A Case Study. UNDP Albania: Tirana, 2007
- Gorica, Klodiana. 2005. Albanian Tourism Management: The Future Path to Sustainable Development, Amfiteatru Economic 7, no. 18: 104-112
- Gorica, Klodiana. Issues of European Integration for Tourism: Challenges of Albania as an Emerge Destination. University of Tirana
- Kruja, Drita and Albana Gjyrezi. 2011. The Special Interest Tourism: Development and the Small Regions, Turizam 15, no. 2: 77-89
- Kushi, Evis and Enkela Caca. 2010. Some Problems of the Micro, Small and Medium Enterprises in Albanian Holiday Hotels, Regional Science Inquiry Journal 1, no. 2: 63-70
ტურისტული ინფორმაცია [რედაქტირება]
ალბანეთი, ტურისტული მეგზური Wikivoyage-ზე- Albanian Tourism Official Portal
- In Your Pocket City Guide
- Albanian Travel Magazine
ოფიციალური გზამკვლევები [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ http://travel.ca.msn.com/travel-trends-2012s-hottest-destinations#image=5
- ↑ http://www.travelbite.co.uk/travel-news/2012/03/05/great-escape-brits-going-abroad-for-diamond-jubilee
- ↑ Rider, Taryn. “Eliza Dushku On Her Albanian Passion Project: I Have An Emotional Connection To This Country (EXCLUSIVE Q&A)“, Celebuzz, July 3, 2012. წაკითხვის თარიღი: July 10, 2012.
- ↑ Dushku, Eliza. “Why You Must Visit Albania“, Huffington Post, September 2, 2011. წაკითხვის თარიღი: March 11, 2012.
- ↑ http://news.bostonherald.com/track/star_tracks/view/2011_0808inside_track_headline_2/srvc=home&position=also
- ↑ Eliza Dushku në Tiranë, promovon vlerat turistike të Shqipërisë. Koha.net (August 6, 2011). წაკითხვის თარიღი: August 7, 2011.
- ↑ 23% Increase of Tourists to Albania in 2008 – Fresh Property Co.
- ↑ http://www.kategora.com/en/albania-news--75.html
- ↑ Turizmi ne Shqiperi: Reklama per Evropen Lindore, Shqiperia.com
- ↑ ALBANIE 2009 LE PETIT FUTE By AL. DOMINIQUE page 7
|
|||||||||||