საქართველოს ტურიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართული მარანი
საქართველოს ეროვნული ტურისტული ადმინისტრაციის ლოგო
ბათუმი

ტურიზმი საქართველოშიკავკასიის უძველეს ქვეყანაში, აქტიურადაა წახალისებული ქვეყნის მთავრობის მიერ[1]. ამ სექტორის მართვას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

საქართველოს კულტურა უძველესია, ადგილობრივი მოსახლეობა კი სიძველისა და თანამედროვების ნაზავია[2] .

ზოგიერთი ქვეყანა უცბად გიზიდავს, საქართველო კი მაშინვე გაცდუნებს, როგორც კი მის მიწაზე დაადგამ ფეხს

— კალპანა შაჰნი ციტატა საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდიდან[1].

კულტურა[რედაქტირება]

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სიტყვა „ღვინო“ ქართული ენიდან მომდინარეობს. სწორედ საქართველოშია აღმოჩენილი ყურძნის თესლისა და მეღვინეობის უძველესი ნაშთები. ამჟამად ქვეყანაში ვაზის 500-ზე მეტი ჯიშია გავრცელებული[3].

ეკოტურიზმი[რედაქტირება]

საქართველოს ტერიტორიის 25% დაცულ ეროვნულ პარკებს უჭირავს, 40% კი ტყითაა დაფარული[3].

უსაფრთხოება[რედაქტირება]

როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი ტურისტული გზამკვლევები იუწყება, ომის შედეგად არსებობს ნაღმებისა და სხვადასხვა უხერხულობების რისკები.[2][4] იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც თავიანთ მოქალაქეები ამ რისკების შესახებ გააფრთხილეს, არის ახალი ზელანდია,[5] თუმცა ამ უკანასკნელს ტურისტებისთვის საქართველოში წასვლა არ აუკრძალავს.

პრაქტიკული ინფორმაცია[რედაქტირება]

საქართველოში სტანდარტულ Europlug-ს იყენებენ (220 V, 50 Hz), საერთაშორისო სატელეფონო კოდია +995, გამოიყენება მეტრული სისტემა, ეროვნული ვალუტაა ლარი (GEL)[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]