პორტუგალიის ტურიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბელენის ციხესიმაგრელისაბონის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა
ალგარვიპორტუგალიის მთავარი პლაჟების არეალი

პორტუგალია ყოველწლიურად მრავალ ტურისტს იზიდავს. 2006 წელს ქვეყანა 12,8 მილიონმა ტურისტმა მოინახულა.[1] ტურიზმი მზარდად მნიშვნელოვან როლს თამაშობს პორტუგალიის ეკონომიკაში და მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5%-ს აწარმოებს.

მნიშვნელობის თვალზრისით, მთავარი ტურისტული არეალებია: ლისაბონი, ალგარვი, პორტუ, ჩრდილოეთი პორტუგალია, ატლანტის ოკეანეში მდებარე აზორისა და მადეირის კუნძულები, ასევე ალენტეჟუს რეგიონი.

ლისაბონი, ბარსელონის შემდეგ ევროპაში ტურისტების მიერ მეორე ყველაზე მონახულებადი ქალაქია. 2006 წელს, ქალაქის სასტუმროებში ტურისტთა მიერ ღამის გათევის 7 მლნ შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 11,8%-ით მეტი იყო. ბოლო წლებში, ლისაბონმა გადააჭარბა ალგარვისპორტუგალიის მთავარ ტურისტულ რეგიონს. პორტუმ და ჩრდილოეთ პორტუგალიამ, განსაკუთრებით კი მდინარე დუეროს ჩრდილოეთით მდებარე ურბანულმა არეალებმა მნიშნელოვანი ტურისტული ზრდა აჩვენეს და გადაუსწრეს მადეირას, 2010 წელს ისინი ქვეყნის მესამე ყველაზე მონახულებადი დესტინაცია იყო. დღეისათვის, პორტუგალიაში ჩამსვლელ ტურისტთა შორის სჭარბობენ ბრიტანელები, ესპანელები და გერმანელები, რომლებიც დაბალი ღირებულების ავიახაზებით სარგებლობენ და ძირითადად მიილტვიან არა მხოლოდ პლაჟებისა და მზის ხათრით, არამედ ძირითადად ეძებენ კულტურულ ძეგლებს, ქალაქებს, კავდებიან გასტრონომიული და საწყლოსნო ტურიზმით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]