მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

მარგარეტ ტეტჩერი
მარგარეტ ტეტჩერი
ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი (Margaret Hilda Thatcher, ქალიშვილობაში რობერტსი; დ. 13 ოქტომბერი, 1925 — გ. 8 აპრილი, 2013) — გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1979-1990 წლებში და ასევე, კონსერვატიული პარტიის ლიდერი 1975-1990 წლებში. ის იყო მე-20 საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი ვადით არჩეული პრემიერ-მინისტრი და ერთადერთი ქალბატონი ამ პოსტზე. საბჭოთა ჟურნალისტიკა მას ეძახდა „რკინის ლედის“, მეტსახელი, რომელიც ასოცირდებოდა მის უკომპრომისო პოლიტიკასა და ლიდერობის სტილთან. მან დანერგა პოლიტიკა, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც ტეტჩერიზმი.

სიახლეები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


4 მაისი — ამ დღეს...

კოკო შანელი
კოკო შანელი
  • 1415 : რელიგიური რეფორმატორები ჯონ უიკლიფი და იან ჰუსი ერეტიკოსებად გამოაცხადეს კონსტანცის საეკლესიო კრებაზე.
  • 1471 : ვარდების ომი : ტიუკსბერის ბრძოლაედუარდ IV ამარცხებს ლანკასტერთა არმიას და კლავს უელსის პრინც ედუარდს.
  • 1493 : პაპმა ალექსანდრე VI-მ ახალი მსოფლიო ესპანეთსა და პორტუგალიას შორის დემარკაციის ხაზით გაჰყო.
  • 1675 : ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის ბრძანებით იწყებენ გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიის მშენებლობას.
  • 1776 : როდ-აილენდი პირველი ამერიკული კოლონია გახდა, რომელიც ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ს განუდგა.
  • 1904 : აშშ პანამის არხის მშენებლობას იწყებს.
  • 1912 : იტალიამ საბერძნეთის კუნძულ როდოსის ანექსია მოახდინა.
  • 1953 : ერნესტ ჰემინგუეი (სურათზე) პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა რომანისთვის „მოხუცი და ზღვა“.
  • 1979 : მარგარეტ ტეტჩერი ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა.
  • 1994 : ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი და პალესტინის განთავისუფლების ლიდერი იასერ არაფატი ხელს აწერენ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რითაც პალესტინას ავტონომიური მმართველობის უფლება მიენიჭა ღაზის სექტორსა და იერიქონში.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი