შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

მაგელანის სრუტე
მაგელანის სრუტე

მაგელანის სრუტე — სანაოსნო გზა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთით, მატერიკსა და კუნძულ ცეცხლოვან მიწას შორის. სრუტე წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ბუნებრივ დამაკავშირებელ გზას ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის, მაგრამ იგი მიჩნეულია სანაოსნოდ საკმაოდ რთულ გზად, არაპროგნოზირებადი ამინდის, დინებებისა და ვიწრო გასასვლელების გამო.

პირველი ევროპელი, რომელმაც ამ სრუტით ისარგებლა, იყო პორტუგალიელი ზღვაოსანი, ესპანეთის მეფის სამსახურში მყოფი ფერნანდო მაგელანი, რომელმაც აქ 1520 წელს გაიარა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დროს. იმის გამო, რომ მაგელანმა სრუტეში 1 ნოემბერს, ყველა წმინდანის ხსენების დღეს გაირა, უწოდა მას „ყველა წმინდანის სრუტე“ (Estrecho de Todos los Santos). მოგვიანებით, ესპანეთის მეფემ, სრუტეს სახელი შეუცვალა და ზღვაოსნის პატივსაცემად მას მაგელანის სრუტე უწოდა.

სიახლეები

მარია კორინა მაჩადო

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


1 ნოემბერი — ამ დღეს...

უილიამ შექსპირი
უილიამ შექსპირი
  • 1512 : მიქელანჯელომ სიქსტეს კაპელას ჭერის მოხატვა დაასრულა.
  • 1604 : უილიამ შექსპირის (სურათზე) ტრაგედია „ოტელოს“ პრემიერა გაიმართა უაიტჰოლის სასახლეში, ლონდონში.
  • 1755 : მძლავრი მიწისძვრის შედეგად თითქმის სრულიად განადგურდა პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი; 90.000-მდე მცხოვრები დაიღუპა.
  • 1939 : მსოფლიოში პირველი ხელოვნური განაყოფიერებით კურდღლის გამრავლება მოხერხდა.
  • 1951 : ოპერაცია სუროაშშ წარმატებით ახორციელებს პირველი მძლავრი წყალბადის ბირთვული იარაღის გამოცდას.
  • 1959 : ლენინგრადში საბჭოთა კავშირში პირველი ქორწინებათა სასახლე გაიხსნა.
  • 1993 : ძალაში შედის მაასტრიხტის ხელშეკრულება, რომელმაც ფორმალურად დააფუძნა ევროპის კავშირი.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი